მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,გიული უმაგრეს ფორმაშია. ახლახან დაწერა ვრცელი ისტორიული ნაშრომი საქართველოში ხელისუფლების გადაცემის საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, მე-10 საუკუნიდან დაწყებული და მოხსენებითაც გამოვიდა კონფერენციაზე.
ხოდა როგორც ჩემმა პროფესორმა დედამ დაადგინა, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში თითქმის არასდროს ჩაუვლია ხელისუფლების გადაცემას პრობლემების გარეშე – იღვრებოდა ბევრი სისხლი, ადგილი ჰქონდა ვერაგობას და ღალატს, ძმის ძმაზე გადაკიდებას და შეთქმულებებს.
აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ ხელისუფლების გადაცემა 2012 წელს ამ მხრივაც უნიკალური იყო საერთოდ საქართველოში, სადაც ბოლო წლებში, ნამდვილი ისტორია ჩაანაცვლა ასავალ-დასავლის ჭორებმა და რუსების დანერგილმა პროპაგანდისტულმა მითებმა.
ნამდვილი ისტორიკოსების, მათ შორის, საქართველოს ისტორიის გამოჩენილი მკვლევრის, გიული ალასანიას მეცნიერული კვლევები გასაფრთხილებელი და დასაფასებელია.
ისე კი, აღმოჩნდა, რომ ჩვენს მრავალთაობიან ოჯახში გიული ყველაზე მაგარია და მასთან ჯერჯერობით ახლოსაც ვერ მივალთ ვერცერთი, ჩემი ჩათვლით.
უკვე ხუთი წელია, დედაჩემი აღარ აღნიშნავს საკუთარ დაბადების დღეს. თუმცა ეს ჩემი პოსტი სხვა თემაზე მაინც იყოს!”











კომენტარები