• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან, რომელიც მის ეპარქიას ბრაკონიერობაში, რეიდერობაში და რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებდა, შეურიგებელ დაპირისპირებაში შესულიყო – მიტროპოლიტმა იობმა მასთან ცინიკური გარიგების გზა აირჩია” – დავით ქართველიშვილი მეუფე იობზე

ალია ავტორი - ალია
12:41 11-11-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“გუშინ მიტროპოლიტმა იობმა გააკეთა განცხადება არსებული ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობის თაობაზე. იბადება შეკითხვა – ვის გულისხმობს მეუფე ჩამნაცვლებლის კანდიდატში. პასუხი მან თვითონვე გასცა ორიოდე წლის წინ, როდესაც არსებულ ხელისუფლებას მოუწოდებდა სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისაკენ და ახასიათებდა წინა რეჟიმს, როგორც სულიერების თვალსაზრისით სამაგალითოს მოქმედ ხელისუფლებასთან შედარებით. პარალელურად – სწორედ სააკაშვილის “სულიერ ოპოზიციასთან” აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველწლიურად აქვეყნებდნენ ძამის ხეობის გამანადგურებელ ანგარიშებს, რომელსაც “კეთილგონიერი ავაზაკების ხეობად” მოიხსენიებდნენ.
პრო-სააკაშვილისეული “ენ-ჯეო-ები” მეუფე იობის ეპარქიაზე იმდენად დაუჯერებელ ფაქტებს ასაჯაროებდნენ, რომ გაკვირვებას ბადებდა – რატომ არ ხდება ამ განცხადებების გასაჩივრება სასამართლო წესით? არც ერთის! მაშინ, როდესაც ჩვენი ეკლესიის რიგითი წევრები ვცდილობდით “ენ-ჯეო-შნიკების” ამ პასკვილებთან ბრძოლას – მღვდელმთავარი ყველაფერს უტარებდა “ქრისტიანულ მიმტევებლობაში”. მეტიც – დღეს სწორედ ჩვენ გვებრძვის, მის დამცველებს ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებებისაგან და სწორედ ამ რეჟიმს ნატრულობს ხელისუფლების სათავეში. რასთან გვაქვს საქმე – ღრმა კოგნიტურ დისონანსთან თუ “სტოკჰოლმის სინდრომთან”? თუ ეს არის მეუფე იობის მკაფიო სიგნალი, რომ ის დღეს ლიბერალური ფაშიზმის მძევლობაშია აყვანილი, შველას ითხოვს და ამ ფორმით მიგვანიშნებს გამოხსნისაკენ.
ეჭვი რომ არ შეგეპაროთ ჩემს ვარაუდებში, მხოლოდ ღია წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციას შეგახსენებთ იმ ორგანიზაციების შესახებ, ვინც წლების განმავლობაში მიწასთან ასწორებდა მეუფე იობს და ძამის ხეობას: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center, ყოფილი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC / Human Rights Education and Monitoring Center), ადამიანის უფლებათა ცენტრი (Human Rights Center, HRC), მწვანე ალტერნატივა (Green Alternative), საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაერთიანება სტუდია მონიტორი (Studio Monitori) და რეგიონული მედიაორგანიზაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (Shida Kartli Information Centre).
აი მხოლოდ ძირითადი ამონარიდი ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიდან: “ურბნისისა და რუისის ეპარქია, მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) ხელმძღვანელობით, უმართავ ანკლავად გადაიქცა, სადაც კრიმინალური და სამეურნეო სკანდალები სასულიერო სტატუსს ამოფარებული ხდება. ძამას ხეობაში დღემდე ახსოვთ 2020 წლის აპრილის მოვლენები, როდესაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, სქიმიღუმენმა დავითმა (კობა კობაიძე), უკანონო კალაშნიკოვის ავტომატიდან არქიმანდრიტ დოროთეს ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და საბრძოლო იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო მასალებმა კი მონასტრებში პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, მიმალვაში მყოფი დიონისე კოხრეიძის შეფარების ფაქტები გამოავლინა”.
სიტუაციის პარადოქსი ის არის, რომ „ქართული ათონის“ სისტემური მხილება წლების განმავლობაში სწორედ იმ პროსააკაშვილისეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა აწარმოეს, რომლებსაც ამჟამად მეუფე იობი ხელისუფლებაში ნატრულობს და რომლებთანაც მიტროპოლიტი დღეს საერთო ენას პოულობს. სწორედ ოპოზიციასთან დაახლოებული EMC-ის (ამჟამად “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”) ანგარიშებმა და ტელეკომპანია Formula-სა და Sakartvelosambebi-ს ჟურნალისტურმა გამოძიებებმა გამოააშკარავა, როგორ დაეუფლა სასულიერო პირების ნაწილი 5,4 მილიონ კვადრატულ მეტრ სახელმწიფო მიწას და როგორ აიძულეს გვერდცინეთის სოფელში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტების ოჯახები, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი, რითაც მათ საძოვრებზე წვდომაც შეუზღუდეს.
იმავე ოპოზიციურმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს არალეგალური სახერხი საამქროების არსებობა და სასულიერო პირების კერძო მიწის იმპერიები: მამა სტეფანის (კორინთელი) საკუთრებაში არსებული 7,9 მილიონი კვადრატული მეტრი, აწ განსვენებული მამა საბას (ჟგენტი) საკუთრებაში არსებული 1 მილიონი კვადრატული მეტრი და მამა დავითის (კობა კობაიძე) საკუთრებაში არსებული 124 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, ხე-ტყის სახერხ საამქროსთან ერთად. ამ ფაქტებს მოჰყვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ორგანოების შემოწმებების ტალღა, რაც დაცულ ტყეებში უკანონო ჭრისა და ბრაკონიერობის ფაქტებს უკავშირდებოდა.
თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან, რომელიც მის ეპარქიას ბრაკონიერობაში, რეიდერობაში და რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებდა, შეურიგებელ დაპირისპირებაში შესულიყო – მიტროპოლიტმა იობმა მასთან ცინიკური გარიგების გზა აირჩია. როდესაც მიხვდა, რომ მოქმედი ხელისუფლება თანდათან ზღუდავს ეპარქიის მოხელეთა თვითნებობას და პასუხისმგებლობას აკისრებს შეიარაღებულ ბერებს, გამოდის, რომ მეუფემ პოლიტიკური მფარველის შეცვლა გადაწყვიტა. სააკაშვილის გათავისუფლებისა და მოქმედი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნები იმავე ძალებთან ალიანსის დამყარების მცდელობაა, რომელთა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიტროპოლიტის წინააღმდეგ კომპრომატებით სავსე სქელი დოსიეები აქვთ, თუმცა ეკლესიის პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მათზე თვალის დახუჭვისთვის მზად არიან.
ამ პოლიტიკური ვაჭრობის მიღმა აშკარა პრაგმატიზმი იკვეთება: მიტროპოლიტი იობი ცდილობს, ოპოზიციისადმი პოლიტიკური ლოიალობა ძამას ხეობაში საკუთარი ფეოდალური „მიწის იმპერიის“ ხელშეუხებლობაში გაცვალოს. “ფეოდალი” და “იმპერია” – ეს არაა მეუფის მისამართით ჩემი შეფასება! ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ეპითეტები მის მიმართ!
ნაცსექტის ინფორმაციას თუ დაეჯერება – მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის უკანონო მფლობელი, არარეგისტრირებული სახერხი საამქროების მაკონტროლებელი და მონასტრებში შეიარაღებული ყოფილი მსჯავრდებულების შემფარებელი ეპარქია სასიცოცხლოდ საჭიროებს მფარველს, რომელიც მის სტატუსს „სახელმწიფოში სახელმწიფოდ“ საბოლოოდ გაამყარებს. ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა, როგორც ჩანს, არც სასულიერო პირებზე ზრუნვით არის ნაკარნახევი და არც იმ გლეხების ინტერესების დაცვით, რომლებმაც საძოვრები დაკარგეს. ეს არის მცდელობა, ხელისუფლების სათავეში მოვიდეს უფრო დამყოლი პოლიტიკური ძალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სატყეო ზედამხედველობის ორგანოების შემდგომ გამოძიებებს საბოლოოდ დაბლოკავს.
საბოლოოდ, საქმე გვაქვს პოლიტიკური ბარტერის კლასიკურ მაგალითთან: მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, ავტომატური იარაღის შენახვასთან, ტყის უკანონო ჭრასა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს – ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება. და თუ ის მართლაც ტყვეობაშია ამ სატანისტური ძალების – ის სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ, ეს ჩვენი ქრისტიანული ვალია!“ – წერს ოცნების მოკავშირე ხალხის ძალის წევრი და საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილე დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved