გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობა საქართველოს პროკურატურას, მთავარ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს, ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს, ყველა მედიას, საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძესა და მის გუნდს. ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები არიან დაკავებულები”, – წერს ლედი ტუკვაძე.
ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.











კომენტარები