რეჟისორი სანდრო ელოშვილი:
,,ერთხელ დათო ტურაშვილმა თქვა, გამსახურდიას მთავრობაზე რაც გინდა თქვი, მაგრამ ფაქტია, რა პიჯაკებიც ეცვათ მაშინ, ახლაც იგივე აცვიათ, ერთი კაპიკი არ უშოვია არც ერთსო…
გუშინ ღამით ბატონი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პრეზიდიუმის წევრი. დედაჩემმა მომიყვა, ზვიადის დროა, ბაღში მიმყავდი დილით და ძალიან დიდი თოვლი იყო მოსული თბილისშიო, რუსთაველზე გაჩერებასთან ავტომობილი ვოლგა გაჩერდა, მძღოლი ჩამოვიდა და მიწოლა დაიწყო, უცებ მანქანიდან ნემოც გადმოვიდა ისაც აწვებაო… გაგიჟდა მძღოლი, იფიქრა არ მომხსნანო – დაბრძანდით ბატონო ნემო, არ შეიძლება თქვენთვისო… საბოლოოდ მძღოლი ჩაჯდა, ნემომ მანქანა დააგორა და როგორც იქნა დაიქოქა.
დასცინოდნენ, დევნიდნენ, იჭერდნენ… არა მარტო მას, მთელ მის მთავრობას და თანამოაზრეებს და მაინც არასდროს შეუცვლია აზრი, არ გამოუცვლია პარტია და სიცოცხლის ბოლომდე იდეის ერთგულად დარჩა, იდეის, რომელსაც საქართველო ქვია!
კარგი კაცი იყო ნემო ბურჭულაძე! ქვეყანაზე ჩუმად შეყვარებული კაცი! მურმან ლებანიძეს ასეთი ლექსი აქვს…
ლხინში – ავხირდები,
ჩრდილში გაგიდგები,
ჩემთვის ვაჩხაკუნებ
ფანდურს, სანატრელო.
ჭირში – დაგიტკბები,
ბევრს არ დაგპირდები:
ფეხზე დაგიდგები,
ჩემო საქართველო!“











კომენტარები