• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

ალია ავტორი - ალია
15:04 11-10-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

თიბისისთვისგანათლების მხარდაჭერა და ახალი თაობისთვის საუკეთესო შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეებს ცოდნის გამოვლენაში, ახალი უნარების განვითარებასა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება.

ამ მიზნით, შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში (SIST), თიბისის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მათემატიკურ კონკურსს  „გამო-ცადე BY SIST“ ატარებს. კონკურსში 1 500 მოსწავლე დარეგისტრირდა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

კონკურსი IV, V და VI კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მათემატიკური ამოცანების საშუალებით მონაწილეები ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას გამოსცდიან, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი ახალ გამოწვევაში გამოიყენებენ.

კონკურსი საერთაშორისო ოლიმპიადების საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება. მისი მთავარი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, გაბედონ, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და აღმოაჩინონ ის პოტენციალი, რომელიც შესაძლოა ჯერ თავადაც არ შეუმჩნევიათ. აქ მთავარი მხოლოდ სწორი პასუხი არ არის – მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა, მსჯელობა და ახალი გამოწვევების მიღების სურვილი.

კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში სწავლის 100%-იანი, 50%-იანი ან 30%-იანი გრანტი. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 29 ნოემბერს შედგება.

თიბისისთვის განათლება გამარჯვებაა. თიბისი აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გამოვლენის, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved