სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან ერთი ნაბიჯით ახლოს არიან – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ სოციალურ ქსელ “X”-ში დაწერა.
მისი განმარტებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის მოქალაქეები ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიღებას შეძლებენ, რაც საზღვარზე შემოწმებას დააჩქარებს და მოგზაურობას გაამარტივებს.
“სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან ერთი ნაბიჯით ახლოს არიან. ევროკავშირის მხარდაჭერით, მათ უკვე შეეძლებათ ახალი ბიომეტრიული პასპორტების აღება, რაც სასაზღვრო შემოწმებას უფრო სწრაფს, მოგზაურობას კი უფრო მარტივს გახდის.
სომხეთი ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ირჩევს, ჩვენ კი ვზრუნავთ, რომ ეს არჩევანი მისმა ხალხმა რეალურად იგრძნოს”, – თქვა კოსმა.
ევროკავშირსა და სომხეთს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.











კომენტარები