“თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის” დამფუძნებელი პაატა ბაირახტარი ხსნის, რამდენი თეთრით შეიძლება საწვავის ფასის გაიაფება, იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” საწვავზე აქციზს შეამცირებს.
“კობახიძე რომ ეკონომიკაში ძლიერი არ არის, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ტრაგიკულია ის, რომ პრემიერ მინისტრი გამოდის და პირდაპირ იტყუება. აქციზის ცვალებადობით დღესვე, ახლავე შესაძლებელია, ერთ ლიტრის ღირებულება 25 თეთრამდე შემცირდეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიიღო დაწყებული შეერთებული შტატებიდან, გაგრძელებული გერმანიით და თუ გნებავთ პოლონეთით დამთავრებული.
მოდი, მოსახლეობას საკუთარი ფული მისივე ჯიბეში დავუტოვოთ, რომელიც გაცილებით უკეთ განკარგავს ამ თანხას”- ამბობს ბაირახტარი.
სტატისტიკის მიხედვით, დიზელი 61%-ით გაძვირდა, ბენზინი 37 პროცენტით.
დღეს ირაკლი კობახიძის კომენტარიდან გაირკვა, რომ საწვავზე გადასახადების შემცირებას არ განიხილავს.











კომენტარები