• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა გავერთიანდეთ სანამ მდგომარეობა დამძიმდება” – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:12 11-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
სალომე ზურაბიშვილი
Facebook-ზე გაზიარება
47

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა  რუმინეთში ტიმიშოარას  ფორუმზე –  „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას, თქვა:

ჩვენს არჩევანს თავისი ფასი აქვს: სტუდენტები, ჟურნალისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეები ძალადობას, დაკავებასა და ყოველდღიურ რეპრესიას უპირისპირდებიან. ჩვენი გზავნილი მკაფიო და ნათელია: არ დავნებდებით! საქართველო ხალხს ეკუთვნის!

სამოქალაქო საზოგადოებას რეპრესიული კანონებით ანადგურებენ, დამოუკიდებელ მედიას ცენზურით აჩუმებენ, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრებიან. ეს ქვეყნის მართვა კი არა, ძალაუფლების უზურპაციაა.

ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ჩვენივე კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებაში მყოფებმა შეაჩერეს, ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
დღესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიან შეუპოვრობას, მოქალაქეთა მონაწილეობასა და პარტიული განსხვავებების გვერდზე გადადებას ცვლილების მოტანა შეუძლია. როდესაც საკუთარი ძალის რწმენას არ ვკარგავთ, ცვლილების ძალაც გვაქვს!

დემოკრატია მხოლოდ თავისი მოწყობის წყალობით არ არის  ის იმიტომ ძლებს, რომ ადამიანები ყოველდღე ვირჩევთ მის დაცვას.

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტ ჰიბრიდულ კამპანიას აწარმოებს და ჩვენ მისთვის საცდელი შემთხვევა ვართ. იგივე ბრძოლა ევროპის სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგაც მიმდინარეობს.

ვხედავთ კიბერშეტევებს, საბოტაჟს, დეზინფორმაციას, არჩევნებში ჩარევას, ეკონომიკურ ზეწოლას, კორუფციისა და ოლიგარქების გამოყენებას. სამიზნე უკვე მხოლოდ ტერიტორია აღარ არის: სამიზნე არჩევნების, ინსტიტუტებისა და ერთმანეთის მიმართ ჩვენი ნდობაა.

თავს გვახვევენ თავდაყირა დაყენებულ ნარატივს: თითქოს ევროპა ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფს, ომზე პასუხისმგებელი დასავლეთია და მშვიდობა მხოლოდ რუსეთს სურს. ამით გვიბიძგებენ, ვერ დავინახოთ საფრთხის ნამდვილი წყარო, აღარ დავიცვათ თავი და შევეგუოთ.

დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნავთ. ევროპა უფრო უსაფრთხოა, როდესაც მის მეზობლებს საკუთარი მომავლის თავისუფლად არჩევა შეუძლიათ.

რუსული ნარატივების მიზანია, ვერ დავინახოთ საფრთხის ნამდვილი წყარო, აღარ დავიცვათ თავი და შევეგუოთ. ჩვენი პასუხი კი დემოკრატიული არჩევანის დაცვა უნდა იყოს: მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება, ვინც ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გამოა დაკავებული; ყველგან მოვითხოვოთ ანგარიშვალდებულება და ხალხის ერთგულნი დავრჩეთ.

უნდა გავერთიანდეთ სოლიდარობით და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ, სანამ მდგომარეობა დამძიმდება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved