• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვიდრე ცხოველს გაიმეტებს”- ილია ჩაჩიბაია

ალია ავტორი - ალია
13:54 11-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ჟურნალისტი, ილია ჩაჩიბაია:

ეს ამბავი ამ ფოტოს გადაღებიდან 8-9 თვეში მოხდა. აქ ბიბი ჯერ კიდევ ლეკვია. მაშინ ერთი წლის იყო.

ყოველდღე სასეირნოდ დამყავს. თუ ჩვენი ტრადიცია დაირღვა, მოწყენილი თვალებით დადის კარგა ხანს. მეც ვცდილობ, არ ვაწყენინო. ერთ დღესაც, ჩვეულებისამებრ, პარკისკენ გავემართეთ, სადაც უსაფრთხო გარემოა და მასაც უყვარს იქ.

დიდი ხნის შემდეგ სპეციალურ ეზოში ჩამოვჯექი სკამზე, საბმელი მოვხსენი და მობილურში ჩავიხედე. ბიბი მონდომებით ზვერავდა პერიმეტრს, ცხვირს აცმაცუნებდა ყველგან. გვარიანად მომშორდა.

მოულოდნელად ვხედავ, სამჯერ უფრო დიდი ძაღლი (ჯიში ვერ ვიცანი) ელვის სისწრაფით გამორბის ჩემკენ. კეთილია, თამაში უნდა. ბიბი კი მის ჩანაფიქრს ვერ მიხვდა. წამებში გამოიქცა ჩემკენ, საბრძოლო მზადყოფნის ფორმა მიიღო და წინ დამიდგა, ვიდრე ის ძაღლი ჩემამდე მოაღწევდა.

გადამეფარა და მოახლოების საშუალებას არ აძლევდა. არც უყეფდა, არც უღრენდა. უბრალოდ, თავისი სხეულით მიცავდა და ყველა მიმართულებით იწეოდა, საიდანაც უცხო ძაღლი მოახლოებას ცდილობდა. ამასობაში მისი პატრონიც გამოჩნდა და ცუგა წაიყვანა.

ბიბის ცხოვრებაში არასდროს გამოუჩენია აგრესია არცერთი ცოცხალი არსების მიმართ. უკვე წელიწადნახევრისაა და არასდროს მოქცეულა ცუდად. ეტყვი რამეს და თითქოს ესმის. არავის გაუწვრთნია, ასე რომ მოქცეულიყო. არც ჩვენ მოვქცევივართ არასდროს ცუდად. არ ვაბუქებ, ორმხრივი მეგობრობა და პატივისცემაა.

საყვედურსაც კი ხმის ტემბრის ოდნავი მომატებით ხვდება. პასუხებს კი თვალებით გვიბრუნებს. ხან სიყვარულს გამოხატავს, ხან მშია-ო, ხან წყენას, ხან გაოცებას, ზოგჯერ იმედგაცრუებასაც კი (თუ სხვა ძაღლს მოვეფერეთ). ლაპარაკობს, ოღონდ თვალებით და საქციელით.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ძაღლი ადამიანს თავისთავად არ ერჩის. აგრესიის უკან ყოველთვის ადამიანის მოპყრობა, ძალადობა ან არასწორი გარემოა. სიყვარულს კი ათმაგად გიბრუნებს, ზოგჯერ პატრონისთვის თავგანწირვითაც კი.

ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვიდრე ცხოველს გაიმეტებს… 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved