სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილ;ი:
მე ირაკლი კობახიძე 2008 წელს გავიცანი, პატარა ჭკვიანი ბიჭი იყო, უცნაური თმით და ჰუმანური ჰაბიტუსით. საკონსტიტუციო სამართლის სემინარს კითხულობდა. ირაკლი არ შეგძულდებოდა, ან მოგეწონებოდა როგორც ადამიანი, ან უბრალოდ ნეიტრალურად იქნებოდი განწყობილი.
ირაკლი იყო და არის ძალიან ჭკვიანი. ირაკლი არ არის სულელი. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ დღეს რაც ვიხილეთ, იყო მხოლოდ კაცის სულელური ლაპარაკის პრეზენტაცია.ირაკლი კობახიძეს შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში კარგად ეცხოვრა, ნებისმიერი იურიდიული როლი მოერგო და უზრუველად ეცხოვრა, ადვოკატიც კარგი იქნებოდა, მკვლევარიც კარგი იქნებოდა, ნებისმიერ როლში, ის იქნებოდა ბრწყინვალე.მაგრამ დღეს ვუყურებ კაცს, რომელიც ლაპარაკობს დემაგოგიას, თვითონაც არ სჯერა იმ უაზრობის, რასაც პირიდან უშვებს, მაგრამ ამას ჯიუტად აგრძელებს და თან უყურებ რომ ეს მდგომარეობა უხერხულობას არ უქმნის. აი რა ასოციაციას აჩენს იცით, შიშველი რომ დადიხარ ამდენ ხალხში და არ გრცხვენია, ეგეთ არაადეკვატურ მდგომარეობაში იყო დღეს ირაკლი.რამ აიძულა, რატომ გადაწყვიტა, რამ მიიყვანა იმ უბედურებამდე, რომ ამ ჭკვიანმა კაცმა თავი ასეთ საშინელებაში ჩაიგდო. ეგეც სხვა ქოცებივით დებილი ხომ არაა?! რად უღირს ქვეყნის დასაცინად თავის აგდება?!
ვერა ირაკლი ვეღარ იქნება იმის მეათედი, რისი პერსპექტივაც ჰქონდა. ვიცი ვისი შვილიცაა, მაგას ნუ შემახსნებთ, მაგრამ ირაკლის მიეცა შანსი ცხოვრებისგან, ამ ჭაობიდან თავი დაეღწია და ეს პირიქით, თავით გადაეშვა ამ ღალატში. ძალიან ცუდად დაამთავრებს, ეს იქნება მისი პიროვნული ტრაგედია.











კომენტარები