• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაიწყოს გამოძიება სამშობლოს მოღალატეებზე”– ენმ “ოცნების” 4 ლიდერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
14:02 11-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი – ოცნების ლიდერების წინააღმდეგ ნაცმოძრაობა გამოძიების დაწყებას ითხოვს. განცხადება მთავარ საგამოძიებო უწყებაში მარიამ დოლიძემ შეიტანა.

პარტიის წარმომადგენელი მმართველი პარტიის ლიდერების გასამართლებას სამშობლოს ღალატის მუხლით ითხოვს

ივანიშვილის პრემიერი – კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი – ეს ადამიანები მიტაცებული ხელისუფლების მიუხედავად დღეს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას და თუ კი ვინმეს შეუძლია რეალური ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას, არიან სწორედ ეს რუსეთის მსახურები, რომლებიც მათი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების მისამართით – პირდაპირ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს! 

და დღეს, სწორედ ეს ადამიანები ასამართლებენ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას საქართველოს!! ეს ადამიანები დამნაშავეებად აცხადებენ ანწუხელიძესა და რომელაშვილებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სისხლი დაღვარა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიცოცხლე გაწირა! 

მოვუწოდებ გიორგი გვარაკიძეს და მის უწყებას  დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ოთხ სამშობლოს მოღალატეზე, რომლებიც გამუდმებით  ესხმიან თავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დისკრედიტაციას უწევენ დასავლურ ინსტიტუტებს, ხელს უწყობენ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას – უფრო მეტიც, ეს ადამიანები ივანიშვილის დირიჟორობით სრული სვლით მიგვაქანებენ ტერორისტი, პუტინის მკვლელ რუსეთში! 

ამიტომ, გიორგი გვარაკიძეს უნდა ესმოდეს რომ თუ მყისიერად არ დაიწყებს გამოძიებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კობახიძე-პაპუაშვილთან ერთად, მასაც მოუწევს პასუხისგება! 

ჩემს ხელთ არსებული მოღალატეობრივი განცხადებები მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ განცხადებებისა და ქმედებებისა, რომლებსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ახორციელებენ და მხოლოდ ეს ოთხი ადამიანი არ არის ერთადერთი, ვისი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები საჭიროებს სამართლებრივ შეფასებასა და პასუხისგებას – სია გაცილებით დიდია! 

ამიტომ მივმართავ საზოგადოებას – მომაწოდეთ, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიეროვნული, ანტიდასავლური განცხადებები, ვიდეოჩანაწერები – რომლებიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რათა მომდევნო კვირების განმავლობაში გვარაკიძის უწყებას მივაწოდოთ! 

ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია პეტიცია, რომლის საშუალებითაც თითოეულ თქვენგანს გექნებათ საშუალება ხელმოწერის სახით მოითხოვოთ აღნიშნულ საკითხზე დაუყოვნებლივი რეაგირება! 

პროკურატურას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ სამშობლოს მოღალატეებზე, ხოლო საზოგადოებას აქტიურობისკენ მოგიწოდებთ! 

საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის კობახიძეს, პაპუაშვილს, წულუკიანს ან წილოსანს – ის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და კონსტიტუციით განსაზღვრული სახელმწიფოებრივი ვალდებულებაა!”- აცხადებს დოლიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved