• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Euronews-ის ჟურნალისტი ირაკლი კობახიძეს: ,,დღეს აქ რატომ ხართ?“

ალია ავტორი - ალია
20:41 11-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

„ევრონიუსის” სამიტზე პანელური დისკუსიის დროს მოდერატორმა ირაკლი კობახიძეს პირდაპირ უთხრა, რომ მისმა ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება, თუმცა, ქართველ ხალხის უმრავლესობას სურს ევროინტეგრაცია, მაშინ ის რატომ იმყოფებოდა ევროპის დედაქალაქში:

Euronews-ის ჟურნალისტი: საქართველოს უმრავლესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. თქვენ კი შეწყვიტეთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. მაშინ დღეს აქ რატომ ხართ?

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და მთავრობამ დაამატა ეს პუნქტი. საქართველოს საზოგადოება ერთგულია ამ მიზნის და ამის გათვალისწინებით გავიმარჯვეთ ჩვენ 2024ის არჩევნებში. მთავარი ლოზუნგი იყო ღირსებით ევროპისკენ.

Euronews-ის ჟურნალისტი: რატომ შეწყვიტეთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები? ესაა კითხვა რომელზე პასუხიც საზოგადოებას სურს. რატომ?

ირაკლი კობახიძე: 2022 წლის მარტში ჩვენ მოვითხოვეთ კანდიდატის სტატუსი და ეს იყო უარყოფილი რაც ვფიქრობ არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ამის საფუძველი არ არსებობდა. საქართველო წინ უსწრებდა მოლდოვას, ბოსნიაზე. თუმცა ეს განაცხადი მაინც იყო უარყოფილი. ეს ფაქტი გამოიყენა ზოგიერთმა ჩართულმა მხარემ

Euronews-ის ჟურნალისტი: ვინ არიან ეს ჩართული მხარეები?

ირაკლი კობახიძე: შიდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები რომელსაც ევროპული წყაროები აფინანსებდნენ. ეცადნენ რევოლუციის მოწყობას. წელიწადნახევარი მოგვიწია ბრძოლა რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვქონდა 9 პუნქტიანი დავალება და ჩვენ ვიყავით ერთგული ამ დღის წესრიგის.

Euronews-ის ჟურნალისტი: თქვენ თუ ერთგული იყავით რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ შეგეწყვიტათ ევროინტეგრაციის პროცესი?

ირაკლი კობახიძე: გადაწყვეტილება იყო რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა გაწევრიანების პროცესის დაწყება. ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროკომისია თუ გადაწყვეტს მოლაპარაკების დაწყებას ჩვენ მომენტალურად შევუერთდებოდით, მაგრამ საბოლოოდ ევროკომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან იქამდე, სანამ ჩვენ გავაკეთებდით განაცხადს. ევროკომისია კანდიდატის სტატუსს და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებას იყენებდა შანტაჟისთვის.(ტვ პირველი)

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved