ქუთაისში, რიონ ჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ 2 ადამიანი იმყოფებოდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მყვინთავ-მაშველები ავტომობილში მყოფ პირებს ეძებენ.
შსს -ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











კომენტარები