უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის შუალედურ არჩევნებში დემოკრატები ლიდერობენ. Reuters-ის დაკვეთით Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დემოკრატებს გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს, რესპუბლიკელებს კი – 38%.
კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 32% აფასებს. ამასთან, ამომრჩეველთა 78%-ისთვის ცხოვრების გაძვირება ხმის მიცემისას ძალიან მნიშვნელოვანი ან უმთავრესი საკითხია.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ დემოკრატ ამომრჩევლებში არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია უფრო მაღალია – 49% ამბობს, რომ ხმის მისაცემად ძალიან მოტივირებულია. რესპუბლიკელებში ეს მაჩვენებელი 33%-ია.
აშშ-ის უმეტეს შტატში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. წინასწარი მონაცემებით, ხმა 57 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.
ამერიკელები კონგრესის ორივე პალატის ახალ შემადგენლობას ირჩევენ. არჩევნებში წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 ადგილისა და სენატის 35 მანდატის ბედი წყდება. ასევე, 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ. მთავარი საკითხია, შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლს. არჩევნების შედეგი გავლენას მოახდენს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელზე(mTavari)











კომენტარები