ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,SOS!
დამპლური თამაშები დაიწყო!მოგვწონს-არმოგვწონს,
გვიყვარს-არგვიყვარს-ეს ბელეტრისტიკაა,
ყველაზე ცხადი კი ის ფაქტია, რომ სრულიად ივანიშვილების ოჯახზე მიდის დისკრედიტაციული, ყოვლად ამაზრზენი, მსუყედ დაფინანსებული კამპანია.
აქ მხოლოდ ერთი რამ რჩება გაუგებარი, მაშინ როდესაც დაისაჯნენ ჯალათ ნაცებზე აუგად მთქმელნი, რატომ არ იბლოკება ის ფაშისტური იდეოლოგიის გვერდები, სადაც ანიმაციის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ივანიშვილების ოჯახზე საშინელებათა ფილმების სერიალია შექმნილი, აღარაფერს ვამბობ “ფბ” სტატუსებზე.
ეს ლეგიტიმური შეკითხვაა.
ორი პასუხი არსებობს, ან თავად ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად ბერას წინა განცხადებისა, რომ შეურაცხყოფისთვის დაისჯებიან ბოროტების ავტორები, უკან გაიწვია ეს ინიციატივა და ბრძოლის სხვა გეგმა აქვს,
ან რაღაც ხდება ზედა ეშელონების გარკვეულ ანკლავში, რასაც გლეხურ ენაზე “ვლასტის გადაბარების” სურვილი ქვია.
ასე იყო შევარფნაძის დროს და შეიქმნა ” დარდუბალა”, ასე იყო მიშაზე შექმნილი ანიმაციების შემდგომ..
ამ ყველაფერს ფონად “აზის” ყრუ გუგუნი :
“ივანიშვილები მიდიან,
ივანიშვილები მიდიან..”
გასაგებია, როდესაც ხარ ხელისუფლების უმაღლეს შტოში, თმენის ვალდებულებაც გაქვს და ბევრი სხვა ტვირთიც, მაგრამ ამ ფონზე სხვა რამ არის ყოვლად გაუგებარი!!!!
სრულიად საქართველოსთვის ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის ერთადერთი გარანტი!
შესაბამისად ვინც ცდილობს შეარყიოს მისი იმიჯი-ქვეყნის მტერია და ომის ლობისტი.
თითქმის ერთი წელი არაპოპულარული გადაწყვეტილებების ტრანსლირება ხალხში, თითქოს სპეციალურად, ნერვების ასაშლელად, რაღაცის დასატესტად…
ჩამოვთვლი რამოდენიმეს:
1. კლების მაგივრად ტარიფების უკიდეგანო ზრდა სააფთიაქო და სამომხმარებლო სექტორში
2.საპენსიო ფონდის სკანდალი
3.უნივერსიტეტების უადგილო შერწყმა
4.პლასტმასის ტარის აკრძალვა
5.პარლამენტარების ხელფასების უკიდეგანო ზრდა.
6.დიტო ჩუბინიძის დაკავება და “ასავალ-დასავალის” გაშავების კამპანია.
7.ციხეში მკვლელობების და ცემა-ტყეპის სერია
8. ეთერის ჩაკეტვა ყველა 2012-იანელისთვის და მწვანის ანთება აგრესიული ნაცებისთვის
9.უმაღლეს ეშელონებში კორუფციული სკანდალი
10.სუსის ბოლოს წინა უფროსის გარშემო ბევრი კითხვის ნიშანი.
11. კულტურის სამინისტროზე ჯერ აგორებული და მერე ჩაფარცხული ჭორები
12. შემოსავლების სამსახურის აღვირახსნილობა
13. ძველი მანქანების აკრძალვა
14.პარკირების სისტემის სრული კრახი
15. საგარეო უწყების ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისთვის ტაშის დაკვრა და რუსეთის დასჯის მოთხოვნა, რასაც მოყვა ქართული კომპანიების დასანქცირება.
16.სპეც.წარმომადგენლის დანიშვნის აუცილებლობა, როდესაც 20 კაციანი სტაფი მუშაობს მოსკოვში.ე.ი. ის ხალხი გამოსაწვევია?
17აზარტული თამაშების პოპულარიზაცია.
18. ამერიკელი და გერმანელი პილოტების საეჭვო სტუმრობა აშშ-ირანის ომის განახლების ფონზე.
19. ორკესტრირებულად თეა წულუკიანის კომისიის გაშავების კამპანია.
ვინ ადგენს ამ დღის წესრიგს?
20. ბურუსით მოცული კარტოგრაფების საქმე და გარეჯის “ქეისი”
21. საიდან ჟონავს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაადგილების შესახებ?
ვინ ლობირებს მთავრობის შიგნით ” საქართველო ბიძინას გარეშე ” კამპანიას?
იმედი მაქვს სუსი მუშაობს ამ თემებზე, რადგან ყველას კარგად ესმის, ნებისმიერი სერიოზული გადაცდენა და თითს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერენ.
ამის მაგალითია ბერა ივანიშვილის ქვეყნიდან გამგზავრების აუცილებლობა.
ძალიან საშიში თამაშის მომსწრე ვართ,
ვფიქრობ მომწიფდა სიტუაცია, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან საკმაოდ აპრობირებული პრეს-კონფერენციის ფორმატით, რადგან ამ ბოლო დროს წვდომა უმაღლეს ეშელონებთან საკმაოდ კომფორტულად აქვთ ქვეყნის მტერ ე.წ. ჟჟჟჟურნალისტებს,
24/7 მიდის ტრანსლიაცია ციხიდან რეპროდუქოლოგ სააკაშვილის ერთი (არა)კაცის დადგმული სპექტაკლებიდან, მაშინ როდესაც ღარიბაშვილს იმავე ციხეში შვილებთან პაემანი შეზღუდული აქვს.
აქ ვიღაცა აშკარად ურევს.
ყველა პატიმარს ერთნაირი უფლება უნდა ჰქონდეს-ეს არახალია.
ბიძინა ივანიშვილი მშვიდობის გარანტია-ესეც უტყუარი ფაქტია!
მილიონ ასოცი ათასი ადამიანი მხარს უჭერს
ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად ლეგიტიმაცია აქვს გაიგოს, თუ რა ხდება!
უნდა ვიცოდეთ საფრხის სიდიდე, რადგან მსოფლიო სულ უფრო მყიფე და არასტაბილურ ზონაში შედის, აშშ იმუქრება, აგერ ყურის ძირში მყოფ ირანს ატომი დაატეხოს თავს, აქ კი ერთადერთ მშვიდობის გარანტზე ნადირობის სეზონია გამოცხადებული!!!
ყველამ ვიცით, რომ თანხები შემოედინა ახალი რევოლუციისთვის,
ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი ამ გზაზე ერთადერთი წინააღმდეგობაა!
მაშ რა ხდება?
Кто крот?
P.S.ის რომ მადლიერების გრძნობის დეფიციტი გვაქვს, ეგეც უკიდურესად არაქრისტიანულია, ამ ფონზე არ გამიკვირდება კვაზი ელიტებმა სატანას მეჯლისი მოუწყონ…“











კომენტარები