• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა

ალია ავტორი - ალია
12:12 11-03-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სარჩელი ტელეკომპანიების „ტვ პირველი“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიების სიუჟეტებში გაჟღერებული ინფორმაცია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით, სიცრუეზეა დაფუძნებული, შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს, აღნიშნული ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.

„ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური, დიფამაციური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანია შპს „ტვ პირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი მას რეალობასთან არ აქვს და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი ვრცელია, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაში, გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერებისა და მსგავსი საფუძვლების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბოლო პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად სინქრონულად, ხმაშეწყობილად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიების, პოლიტიკოსების, საჯარო ფიგურების მხრიდან და ამას არანაირად არ აქვს გამართლება, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს, პირველ რიგში, პატივი, ღირსება და მისი რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ მაინც სამწუხაროდ ადგილი აქვს ასეთ დიფამაციურ განცხადებებს და მისი უფლებაა, ყველას უფლებაა და ერთადერთი სწორი გზაა მას დაუპირისპირდეს სამოქალაქო სამართლებრივად და იმ ადამიანებმა, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს ასეთი ტიპის ცილისმწამებლური განცხადებები, აგონ პასუხი სამოქალაქო სამართლებრივი წესით“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved