რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის“(G20) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
მინისტრების შეხვედრა 30-31 ოქტომბერს გაიმართება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ლავროვის აშშ-ში ჩასვლა. ამასთან, რუსული მედიის არაერთმა საშუალებამ, მათ შორის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ (TASS), გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაციამ 20 საათზე მეტი გაატარა ჰაერში და ისეთი მარშრუტით იფრინა, რომელიც გვერდს უვლიდა მოსკოვის მიერ „არამეგობრულად“ მიჩნეულ ქვეყნებს.
ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომელთა წინააღმდეგაც უკრაინაში ომის გამო მოქმედებს აშშ-ის სანქციები.
ამ პირებს აშშ-ში ჩასვლა ეკრძალებათ.
პერიოდულად სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვს დროებით ნებართვას აძლევს მაგალითად, გაეროს სხდომებში მონაწილეობის მიზნით ნიუ-იორკში ჩასასვლელად. ატლანტაში ვიზიტის შემთხვევაშიც ასე მოხდა.











კომენტარები