• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აღტაცებით ავრცელებდნენ მის ვიდეოს და ამასთან, მხარს უჭერენ პარლამენტის ბოიკოტს” – რაქვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:22 10-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

თხპ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიამვილი:

ანი წითლიძემ ქოცები და მათი სარჩელი მიწასთან გაასწორა. მას რომ ეს შეეძლო, მოულოდნელი არაა, მაგრამ გამიკვირდა იმ ადამიანების, ვინც ასე აღტაცებით ავრცელებდნენ მის ვიდეოს და ამასთან, ზოგადად, მხარს უჭერენ პარლამენტის ბოიკოტს.

პარლამენტი სკამი და ხელფასი არ არის. ეს არის ყოველდღიური შესაძლებლობა ოპონენტებს პირდაპირ უთხრა ის, რაც სათქმელია. ხოლო, პოლიტიკა ზუსტად რომ სიტყვით დაპირისპირებაა, და პოლიტიკა რომ ცოცხალი იყოს, ამისთვის, სივრცე უნდა არსებობდეს, სადაც ასეთი დაპირისპირება არის შესაძლებელი.

ჰოდა, თუ ეს გამოსვლა ცუდია ქართული ოცნებისთვის, მაშინ ათობით და ასობით ასეთი გამოსვლა ხომ მთლად საშიში გახდებოდა ხელისუფლებისთვის? ახლა, ამ გამოსვლას, როგორც არ უნდა ატრიალო, ცოტა ადამიანი ნახავს და პროპაგანდა მას მაინც გაუმკლავდება, მაგრამ ათობით ასეთი და უკეთესი გამოსვლები რომ ყოფილიყო პარლამენტში ყოველკვირეულად, მაშინ ოცნებას დიდი პრობლემა შეექმნებოდა.

ასე რომ, ოპოზიციის პრობლემები არა მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურებაა, ეს ასევე იმ უგუნურობის დამსახურებაა, რომლის შედეგად ხალხმა:
– “ბოიკოტი” კარგ ამბად მიიჩნია;
– პოლიტიკოსებს პოლიტიკის კეთება აუკრძალა და მერე იმას გაჰყვირის, რომ “პოლიტიკა მოკვდა”;
– და პარლამენტში უმეტესწილად ისეთი ადამიანები აირჩია, რომელთაგან არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე ხეირიანის თქმის უნარი გააჩნია.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ უგუნურობის გავრცელებაში ანის პარტიას დიდი წვლილი ეკუთვნის.

არადა, ხალხს აშკარად პოლიტიკა სწყურია. მას პოლიტიკოსების პოლიტიკური დაპირისპირება მოსწონს და არა ის მარაზმი, რომელიც, მაგალითად, მედიაში ხდება, როცა პოლიტიკურ გადაცემებში პოლიტიკოსები მარტო თუ სხედან, ხოლო ეთერი გავსებულია იმ ხალხით, ვისაც საერთოდ არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა – აქტივისტები, პატიმრების ახლობლები თუ ჟურნალისტები (ამ უკანასკნელებს საერთოდ რა ესაქმებათ ერთმანეთთან რესპოდენტებად რომ დადიან, ხომ საერთოდ არ მესმის).

ჰოდა, დროა მარტივი ჭეშმარიტებები გავიაზროთ და შეცდომები არ გავიმეოროთ. პოლიტიკა სიტყვით დაპირისპირებაა და არა სადღეგრძელოების ეთერში თქმა. პოლიტიკოსები უნდა დებატობდნენ პარლამენტში და ეთერებში. რადგან როცა და თუ ლაპარაკი ჩერდება, იწყება ჩხუბი. ამიტომ “პარლამენტში არ შევალ და დებატებში არ დავჯდები” ნიშნავს რომ:
ა) ან რევოლუციას აწყობ და ლაპარაკის დრო არ გაქვს:
ბ) ან ხელისუფლების მხარეს ხარ და ოპოზიციას შეგნებულად ასუსტებ;
დ) ან არაფერი გესმის პოლიტიკისა.

ვინ ვინაა, ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved