ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ანა წითლიძე:
საკონსტიტუციო სასამართლოს პარადოქსი:
გიორგი სიორიძეს „თქვენი სასამართლო“ რომ თქვა, გამოსვლა შეაწყვეტინეს — სასამართლოს შეურაცხყოფად ჩაუთვალეს.მაგრამ პრობლემად არ ითვლება, როცა „ქართული ოცნება“ სარჩელშიც და საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, წერს შემდეგს:„სასამართლო სისტემის მორჩილების კულტურას საფუძველი მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა.“ანუ მოსამართლეებს ეუბნებიან, რომ მორჩილი სასამართლოს ნაწილი იყვნენ — და ეს შეურაცხყოფა არ არის.მაგრამ თუ მათ დღევანდელ ხელისუფლებასთან კავშირს ახსენებ, უკვე სასამართლოს შეურაცხყოფაა?სერგო მეთოფიშვილი კი ამბობს, ეგ წინადადება არსად წერიაო.
მართლა მგონია, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებად ისე მიიღეს, არც წაუკითხავთ.











კომენტარები