უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს შვილის ალიმენტთან დაკავშირებით უჩივის და მისთვის მშობლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს, სააკაშვილი უკრაინულად დაწერილი წერილით ეხმაურება და ფოტოსაც აქვეყნებს:
,ეს ჩემი ლამაზი ქალიშვილი ჟასმინია, რომელიც ძალიან მენატრება. ის დედაჩემს, გიულის უჭირავს. დედა მთელ რეგიონში ყველაზე წარმატებული კერძო უნივერსიტეტის – The University of Georgia-ს პრეზიდენტია.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჟასმინკას თავად ჩავხუტებოდი, მაგრამ უკვე ხუთ წელზე მეტია, საქართველოში პროპუტინისტური დიქტატურის სატუსაღოს მარტოობის საკანში ვარ და არ შემიძლია მისი ნახვა. ამიტომ ჩემს მაგივრად ჟასმინკას დედაჩემი სტუმრობს და ცდილობს, ყოველმხივ დაეხმაროს. თუმცა ვერანაირი მატერიალური დახმარება ვერ შეცვლის მამობრივ ზრუნვას. ამიტომ, ძალიან მადლობელი ვარ ლიზა იასკოსი, რომელიც ჩვენს ქალიშვილს ძალიან რთულ პირობებში ზრდის.
საშინლად გაბრაზებული ვარ იმ უკრაინელ ჟურნალისტებზე (რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება), რომლებიც არასდროს დაინტერესებულან ჩემი მრავალწლიანი ტყვეობით, მოწამვლით, წამებითა და ზოგადად ბრძოლით, სამაგიეროდ უხეშად ერევიან ჩემს ქალიშვილთან და ლიზასთან ურთიერთობაში.
სინამდვილეში, აქ საქმე გვაქვს სწორედ იმ ტრაგედიასთან, რომელიც მილიონობით უკრაინელს შეეხო, ზოგი ომმა, ზოგი კი – სამხედრო ტყვეობამ და ოკუპაციამ დააშორა, ამიტომ არ არის საჭირო აქედან ,,საპნის ოპერის” შექმნა.
ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ კიევის დაბომბვის შესახებ ყოველი ცნობის მიღებისას, გული მიკვდება. მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები ისე განვითარდა, რომ მე და ლიზა უკვე დიდი ხანია ერთად აღარ ვართ, ეს კი არ ასუსტებს, კიდევ უფრო ამყარებს ჩემს მამობრივ კავშირს ქალიშვილთან და ჩემს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად გავთავისუფლდე ტყვეობიდან და ვიყო მის ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩემი სხვა შვილების ცხოვრებაში.
დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე ენატრებათ თავისი შვილები ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.
უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლება ბევრს აკეთებენ ჩემი გათავისუფლებისთვის და ამის გამო მათი უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
ჩვენ საბოლოოდ შევაჩერებთ მტერს და ომიც დასრულდება. ჩვენ დავბრუნდებით და ჩვენი შვილები იქნებიან ბედნიერები უკრაინის მშვიდობიანი ცის ქვეშეთში”












კომენტარები