ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” ლიდერი, ზვიად ტომარაძე:
2020 წლის არჩევნების წინ ხელისუფლება ამბობდა, რომ სააკაშვილმა გაყიდა გარეჯი 70-80 მილიონად, თან ისე რომ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
და თუ ჟურნალისტის რესპოდენტი ამბობდა იგივეს, ოღონდ ამჯერად ამ ხელისუფლებაზე, ამისთვის ჟურნალისტს იჭერ, თან სამშობლოს ღალატის მუხლით?
ისიც გასათვალისწინებელია, რომ გაზეთ “ასავალ-დასავალს” დიდი წვლილი მიუძღვის ოცნების ხელისუფლებაში მოყვანაში. მესმის, რომ ტერიტორიების გაყიდვა მძიმე ბრალდებაა და ამისთვის მეტი მტკიცებულებაა საჭირო, მაგრამ შენ რა მაგალითიც მიეცი საზოგადოებას, ზუსტად იგივეს გამო ჟურნალისტი არ უნდა დაიჭირო, მითუმეტეს სამშობლოს ღალატის მუხლით!











კომენტარები