• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიას გუნდი ივანიშვილის და ოცნების მაღალჩინოსნების დაკითხვას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
15:01 10-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

გახარიას გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარებას ითხოვს  – აღნიშნული შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ბერდია სიჭინავამ დააყენა.

ეს მე-13 შუამდგომლობაა, რომლითაც ოპოზიციის აკრძალვის პროცესზე პლენუმსს მიმართეს.

გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ თავის დროზე გახარიას ნდობა სწორედ ამ ადამიანებმა გამოუცხადეს, ახლა კი უნდა ახსნან, თუ შინაგან საქმეთა ექს მინისტრმა შეცდომები დაუშვა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით და 2019 წლის  20 ივნისს, მაშინ რატომღა დაუჭირეს მხარი მის გაპრემიერებას.

გახარიას გუნდი ჩოჩანასა და 20 ივნისის საქმეზე, თქვენი პლენუმის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიქტი, რომელიც ადასტურებს, ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას. ამ გარემოების უარსაყოფად, რომ ეს ადამიანები, გიორგი გახარიას ერთხმად უჩერდნენ მხარს,სასამართლო სხდომაზე უნდა მობრძანდნენ, და მოწმის სახით დაიკითხონ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლსი წარდგენითაც გახარია 2-ჯერ გახდა პრემიერი, არ გამიჯვნია არც ჩორჩანას და არც 20 ივნისს, ეს არის იმის დამადასტურებელი რომ გამიჯვნის საკითხი ახლა მანიპულაციური მიზნებით, პოლიტიკური პარტიის მიერ არის წარმოდგენილი ე.წ. კონსტიტუციურ სარჩელში. კახა კალაძე, რომელიც გენერალური მდივანი  იყო პარტიის, არ გამიჯვნია ამ საქმეს, ირაკლი კობახიძე, რომელიც არ გამიჯვნია კი არა, ერთ-ერთი ავტორი იყო, იმ 20 ივნისის უბედურების, რაც ამ ქვეყანას დაატყდა თავს. ბატონი თალაკვაძე, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მამუკა ბახტაძე – მას სპეციფიური ნაწილი აქვს ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ის იყო პრემიერ მინისტრი და მაშინ, არა თუ მისი განცხადება არ მოგვისმენია, ჩორჩანასათან და 20 ივნისთან დაკავშირებით, არც გამიჯვნია. ვახტანგ გომელაური, რომელიც იყო სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, კურირებდა საოკუპაციო მიმართულებას და რომელმაც 2019 წელს პარალმენტში გააგზავნა ანგარიში, ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ საგუშაგო აგებული იქნა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. მე არ ვითხოვ 84 დეპუტატის დაბარებას, რომელმაც ხელი აუწიეს ჯერ გიორგი გახარიას პრემიერობას, 2-ჯერ. ვოლსკი, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრი იყო,  რომელიც განცხადებებს აკეთებდა როგორც 20 ივნისთან, ასევე ჩორჩანასთან დაკავშირებით. ბატონი სუბარი, რომელსაც ვრცელი ინტერვიუ აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. თეა წულუკიანი, რომელსაც განცხადებები აქვს გაკეთებული ამ საკითხებზე და მამუკა მდინარაძე, როგორც საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია “საქართველოსთვის” არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა.

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved