წალენჯიხის ყოფილი მერის, გია ხარჩილავას დედა, ვარო კვარაცხელია, სოციალურ ქსელში, წერილს ავრცელებს:
ორიოდე სიტყვა დღევანდელ ღონისძიებაზე…
გრანელობა და წალენჯიხელობა ნიშნავს, რომ შენც გრანელის ნაწილი ხარ, ე.ი.,შენც ტერენტივით წალენჯიხელი ხარ.წალენჯიხელობა კი –წალენჯიხელი ვარ ტერენტის გარეშე.რა თქმა უნდა, ცალ-ცალკეც შეიძლება ამ მცნებების მოაზრება, მაგრამ რომელი ჯობია, პირველი თუ მეორე?რა თქმა უნდა, -პირველი !როგორც ტ.გრანელია წალენჯიხის შვილი, ისე თითოეული ჩვენგანი წალენჯიხის შვილია.რატომ არ შეიძლებოდა, დანარჩენ წალენჯიხელებსაც ტ.გრანელთან ერთად გვეზეიმა წალენჯიხელობა?ეს ხომ ჩვენთვის, მოკვდავთათვის, იქნებოდა პატივი და მცდელობა, ახლოს მივსულიყავით პოეტის მაღალ სულიერებასთან.გრანელობა და წალენჯიხელობა ერთმანეთს შეავსებდა და გამაერთიანებელ მცნებადჩამოყალიბდებოდა.ეს გაერთიანება ორივე მხარეს გააძლიერებდა და პრეცენდენტად გამოადგებოდა დანარჩენ საქართველოს.ერთი ქოლგა დაეხურებოდა პოეტს და დანარჩენ წალენჯიხელებს.ოპოზიციამ თავისი მმართველობის წლებში წალენჯიხაში შეძლო მიეღწია ამერთიანობისათვის.ბოლო რამდენიმე წელს ჟრუანტელის მომგვრელიც კი იყო ტ.გრანელთან ერთად ერთი ქოლგის ქვეშ შეყუჟვაც…წალენჯიხის ისტორიულ ფესვებს, მშობლიურ მიწას, პოეზიას და ზოგადად სამშობლოს ერთად აღვნიშნავდით და მას გრანელობა და წალენჯიხელობა ერქვა.მაგრამ არა!ასე არ იფიქრა ქოცების ხელისუფლებამ…მათთვის მთავარია–დაყავი და იბატონე!დაყო კიდეც!ეს ერთიანობა რომ დაეშალათ, თემა შეფუთეს ტენდერის დამარცხებით.ან არა – და ეს იყო ხელყოფა,უხეში ჩარევა, წაეშალათ ოპოზიციის მიერ დამკვიდრევული წალენჯიხელობის გაგება.ხატმებრძოლებს ჰგავხართ…ისტორიაში ჩაიხედეთ და მიხვდებით, როგორი ბოლოც აქვთ ხატმებრძოლებს.…მე გია ხარჩილავას დედა ვარ!











კომენტარები