პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის იმ კითხვებს ეხმაურება, რომლითაც მოსამართლე ითხოვს დაზუსტებას, მაინც რომელ პარტიას რას ედავება “ქართული ოცნება” და წერს:
დანარჩენმა ექვსმა გაიგო და არ ეუბნებიან.
ცნობისთვის, ევა გოცირიძემ, განაცხადა:
„მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო, როცა იქნება თქვენი განმარტებები წარმოდგენილი, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაქვთ და, თქვენი აზრით, რომელი ფაქტები უნდა მიეწეროს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას. მაგალითად, 2003-2012 წლის ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს, რადგან ისინი კოალიციაში არიან და სხვადასხვა დროს იყვნენ? ეს ჩვენთვისაც გაუგებარია ნამდვილად და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება საერთოდ პროცესის ჩატარება“.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“











კომენტარები