ტრამპი ვარაუდობს, რომ უკრაინსა და ირანთან ომი შესაძლოა მალე დასრულდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მან უკვე მოაგვარა რვა ომი და რომ რუსეთ-უკრაინის ომი და ირანთან ომიც მალე დასრულდება.
„მე მოვაგვარე რვა ომი ან ისეთი სიტუაციები, რომლებიც ომებად აღიქმებოდა. ახლა კი კიდევ ორი ომის დასრულებასთან ვართ ახლოს — რუსეთსა და უკრაინას შორის და ირანთან ომის. ისინი, ასე თუ ისე, დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე მან თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლოა იმაზე უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ოდესმე.











კომენტარები