• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხმა კიდევ 4 წელი როგორ უნდა გაძლოს ისეთ ტოქსიკურ გარემოში, სადაც მე 4 საათში მოვიწამლე?” – ნინო გოგუა

ალია ავტორი - ალია
20:59 10-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
969

ნინო გოგუა სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

ეს ჩაწითლებული და ჩამოსიებული თვალი გუშინ აქციაზე დგომის შედეგად მაქვს.
აქციაზე ყოფნის გამო ჩასისხლიანებული თვალების მეტი, სამწუხაროდ, რა გვინახავს და ეს ჩემი ქუთუთოც მართლა რა მოსატანია, მაგრამ საქმე ისაა, რომ იქ, სადაც ვიყავი, არც პოლიციასთან დაპირისპირება მომხდარა, არც წყლის ჭავლი გამოუყენებიათ და არც წიწაკიანი გაზი, არც თვალში მომხვედრია რამე.
ლილოს ნაგავსაყრელთან ვიდექი.
არ ვიცი, ეს სუნი როგორ გადმოვცე და რას შევადარო: გაზის, ბენზინის, ახლადდამწვარი პლასტმასისას ერთად, რომელსაც საღამოს 6 საათის შემდეგ დამპალი ნარჩენების სუნი დაემატა. მე არასდროს, არაფერზე ვყოფილვარ ალერგიული, მაგრამ როცა სუნთქვა დამიჭირდა, თავბრუ დამეხვა და შევამჩნიე, გარშემო ყველას თვალები ჩაუწითლდა, მე და სალომე სიმონია ცოტა ხნით გავეცალეთ იქაურობას.
ამ გაცლისას ტერიტორია დავათვალიერეთ და რა ჯოჯოხეთიც ვნახეთ, ამაზე სხვა დროს, მაგრამ უკან დაბრულებულებს ხალხის ნაწილი წასული დაგვხვდა: ბავშვები ცუდად გამხდარან, სასწრაფოც გამოძახებული იყო. დარჩენილებს კანი ჰქონდათ გაწითლებული და მერიიდან პასუხისმგებელი პირების მოსვლას მოითხოვდნენ. უშედეგოდ.
ამ სუნს ვერსად დაემალები, ვერსად გაეცლები. რაღაც დროს გეჩვენება, თითქის სადღაც, ერთი მეტრის იქით ნაკლებად მოდის და იქ დგები, მაგრამ მართლა, გეჩვენება.
ნაგავსაყრელის გარშემო 8 სოფელი ამ სუნში ცხოვრობს. ეს სუნი დგას მათ სამზარეულოში, მათ საწოლ ოთახში, დაძინებისას და გაღვიძებისას. ზოგჯერ უარესიც კია და ამ დროს ფანჯრები უნდა ამოკეტონ და სახლიდან საერთოდ არ გავიდნენ.
მაგრამ ამ აუტანელ სუნსაც კი ვინ ჩივის – ეს ჰაერი მომწამვლელი აირებითაა სავსე და პირდაპირი მნიშვნელობით, კლავს – ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ადგილობრივები ყვებიან შვილებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები გაუჩნდათ, კვლევებზე, რომელიც ლეტალურ დაბინძურებას აჩვენებს წყალში, ნიადაგსა და ჰაერში, აჩენდნენ ქრონიკული ალერგიისგან დასახიჩრებულ კანს, ხსნიდნენ, როგორ ხვდება ამ ნაგვის ნარჩენები ჯერ თბილისის ზღვაში და მერე ჩვენს ონკანებში.
გვინდოდა, მეტი გაგვეგო, მაგრამ ვერ გავჩერდით – ფიზიკურად ძალიან ცუდად გავხდით.
სახლში მოსულს სიცხე მქონდა. სახლიდან გავიგე, სამგორის გამგებელს მოსახლეობისთვის პირობა მიუცია, 4 წელიწადში ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას ავაშენებთო. იგივე პირობა იმავე მოსახლეობამ 4 წლის წინაც მიიღო, თავად კალაძისგან.
ხალხმა, ბავშვებითა და მოხუცებით, კიდე 4 წელი როგორ უნდა გაძლოს ისეთ ტოქსიკურ გარემოში, სადაც მე 4 საათში მოვიწამლე?
ამხელა პოსტს მხოლოდ და მხოლოდ მათ მხარდასაჭერად ვაქვეყნებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved