• რეკლამა
  • კონტაქტი
22:11, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე გადადის” – როგორ შეიცვალა აბაშიძე-კარასინის ფორმატი? – გიორგი ბუტიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:17 10-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125
კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი, საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი, გიორგი ბუტიკაშვილი:
❗️❗️ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. თან ზურაბაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამდებობასაც ინარჩუნებს.
ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას: რა შეიცვალა? აბაშიძეც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი იყო, ზურაბაშვილიც იგივე სტატუსით იქნება. დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან არ აღდგენილა.
მაგრამ ზუსტად აქ არის ზებრის თავი დამარხული!
აბაშიძე-კარასინის ფორმატი წლების განმავლობაში სპეციალურად იყო გამიჯნული ოფიციალური დიპლომატიისგან. ხელისუფლებას ყოველთვის შეეძლო ეთქვა: ეს არ არის რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური დიალოგი; ეს არის სპეციალური, შეზღუდული არხი ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული საკითხებისთვის.
❗️უსაფრთხოება, ოკუპაცია და კონფლიქტის პოლიტიკური ნაწილი კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რჩებოდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მეგობრების ჩართულობით.
ახლა ამ გამიჯვნის შენარჩუნება ბევრად რთულია.
რუსეთთან პირდაპირ დიალოგს უკვე ის ადამიანი აწარმოებს, რომელიც პარალელურად საქართველოს საგარეო პოლიტიკის ოფიციალური აპარატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია. ფორმალურად ისევ შეიძლება ,,პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი,, ერქვას, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისგან ცალკე მდგომი ფიგურა ვერ იქნება. თანამდებობას სწორედ იმიტომ ჰქვია სახელმწიფო თანამდებობა, რომ ადამიანი იქ საკუთარ თავს კი არა, სახელმწიფოს წარმოადგენს.
კიდევ უფრო საინტერესოა მანდატი.
კობახიძემ ამჯერად მხოლოდ ვაჭრობა, ეკონომიკა და ჰუმანიტარული ურთიერთობები აღარ ახსენა. თქვა, რომ წარმომადგენლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ,,რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება,,.
ანუ, ის, რაც ადრე შეგნებულად იყო შეფუთული როგორც ნახევრად არაფორმალური, ტექნიკური და ოფიციალური დიპლომატიისგან გამიჯნული არხი, ახლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დონეზე გადავიდა. აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიძლებოდა ბიძინას „სპეციალურ არხად,, გაესაღებინა. როცა იმავე არხს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და მის ამოცანებში უკვე „კონფლიქტის მოგვარებაც,, ჩნდება, სიტყვა „არაფორმალური,, მნიშვნელობის კარგვას იწყებს. კიდევ უფრო კონკრეტულად ,,ქართული ოცნება,, რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე გადადის, თან იმის პარალელურად, როცა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს და პროცესი დაწყებულია.

კობახიძემ რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად მოქმედი მაღალჩინოსანი დანიშნა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved