გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა. ინფორმაციას ამის შესახებ ძმები ფეიქრიშვილების დედა ავრცელებს.
ერთ-ერთმა პატიმარმა, ლაშა ლაბაძემ, გადაყლაპა ორი ბოლტი და მე ამას ვაჟღერებ იმიტომ, რომ არ შემიძლია, ეს დავმალო. მისახედია ეს ბავშვი. ყველა ადამიანი, ვინც ამ ციხეშია, ყველა მისახედია. სასწრაფო წესით გადააყენონ ეს ციხის უფროსი “ზაუტაა” თუ რა ზედმეტი სახელია, ეს “ზაუტა” თუ არ მოაშორეთ, თუ არ მოაცილეთ ციხეს, ცუდი რამით მორჩება. მე ვეხვეწები , უბრალოდ, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის, რომ დაეხმარეთ პატიმრებს, – ამბობს ფეიქრიშვილების დედა.











კომენტარები