• რეკლამა
  • კონტაქტი
20:57, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიას პარტია გვაჩვენებს თავს ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:32 10-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დემოკრატიის დასამარების მცდელობად აფასებს და ამბობს:

დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების. დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებისთვის, დღეს არის დღე, როცა ცდილობს “ქართული ოცნება”, რომ დაასამაროს საბოლოოდ დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში, იმიტომ, რომ ასეთი სამარცხვინო რამ თანამედროვე პერიოდში არცერთმა ქვეყანამ არ ჩაიდინა, რასაც ჰქვია, ყველა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და ამ ფორმით ამის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოთი. აღარც ვიცი, რა მდგომარეობაში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო და როგორ ასამარებს თვით საკონტიტუციო სასამართლო, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. ეს არის ის ძალიან სამწუხარო მდგომარეობა, რაშიდაც ამყოფებს “ქართული ოცნება” ამ ქვეყანას და საერთოდაც აუცილებლად უნდა გამოვიდეთ.

ასევე სამარცხვინოა ის, რომ ერთი პარტია, გახარიას პარტია, რაღაცნირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს ვითომ “მე კარგი ვარ, კარგი მონა ვარ” და კიდევ დაგემონებით და ვიქნებით ბოლომდე თქვენი. იმ დროს, როცა ასეთი რამ ხდება, არც სოლიდარობა, არც გულშემატკივრობა სხვების… რა მნიშვნელობა აქვს აქ, რომელი პოლიტიკურ პარტიას ეხება, ჩემი გემოვნება-თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაშია. აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენ სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ხვდება ერთი პარტია და მისი რამდენიმე წარმომადგენელი და თუ მათი ხელფასები და ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს უნდა ვიცოდეთ. ამიტომ ჩვენ, ვინც ვხედავთ სად არის ქვეყნის ინტერესი, სად არის ქვეყანა და არა რომელიმე კონკრეტული პარტია – ჩვენ უნდა ერთად დავდგეთ ყველა. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved