• რეკლამა
  • კონტაქტი
17:37, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის მხარესაა ივანიშვილი და რატომ შეხვდა მოულოდნელად უმრავლესობას? – კახა კახიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:49 10-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
844

ყოფილი პარლამენტარი, კახა კახიშვილი, “ჯორჯიან თაიმსთან”, კითხვას: – ვის მხარეს არის ივანიშვილი და რატომ შეხვდა მოულოდნელად უმრავლესობას, რა საკითხებზე ისაუბრა, ვისი მხარე დაიჭირა ღარიბაშვილ–კობახიძის მკლავჭიდში? – ასე პასუხობს:

მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ფაქტობრივად ძალიან სერიოზულად დააბნია ქართული ოცნების მხარდამჭერები. ერთი, რომ დაპატიმრებები, მეორე, ის პოლიტიკა, რაღაც გაუგებარი, საკმაოდ ხისტი და ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მესამე, – ასევე კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიულოცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ოცნებას ტრადიციულად პირველი ოქტომბერი, მეოთხე მდინარაძის წასვლა…

თავად ქართულ ოცნებაშიც ბევრი კითხვა გაჩნდა და შფოთვა იგრძნობოდა ქართული ოცნების მხარდამჭერთა ჯგუფშიც. შესაბამისად, როგორც ჩანს, პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა განუმარტეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი გამოჩენა საქვეყნოდ, განსაკუთრებით პარტიის ოფისში, თბილისის ფორმატში ძალიან კარგი იქნებოდა მათთვის და ამით იყო განპირობებული, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, ანონსი პრესაში, რომ აგერ ბიძინა ივანიშვილი პარტიაში ისევ ისე არის ჩართული, როგორც იყო ჩართული. ამითი შეეცადნენ ის კითხვები და შფოთვა, რომელიც იყო სახეზე ქართული ოცნების მხარდამჭერებში ჩაექროთ.

თუმცა მეორე საკითხია ახლა კონკრეტულად რაზე მიდიოდა საუბარი, ხო? ჩვენ ზუსტად, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ კითხვის ნიშნები ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასაც. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მდინარაძის მოულოდნელ წასვლასთან დაკავშირებით – ჩვენ ძაან კარგად ვიცით, რომ ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც არ ჰყავდა დიდი დასაყრდენი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში, მდინარაძეს ჰყავდა დასაყრდენი პარლამენტის შემადგენლობაში, ვინაიდან და რადგანაც, ბოლო პერიოდში, იგრძნობოდა ტენდენცია, რომ აქცენტს უფრო თავის მეგობრებზე და მეგობრების სიაში ჩაწერაზე უფრო აკეთებდნენ, ვიდრე ქართული ოცნების შემადგენლობიდან აერჩიათ და ჩაესვათ პარლამენტის სიაში, ხომ? ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ სახეს, რომელსაც საერთოდ ქართული ოცნების ოფისი თუ არსებობდა და სად არსებობდა, ისიც არ იცოდნენ, მანამდე, სანამ სიაში არ ჩასვეს და არ გახდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

ბუნებრივია, მდინარაძის მოულოდნელი წასვლით ამათმა ისიც გაიაზრეს, რომ ეს არის მათი საბოლოო საპარლამენტო ვადა – ამ ქართული ოცნების სიას ვგულისხმობ და მეორე ისიც, რომ ახლა ხომ არ დაიწყება, დავუშვათ, კონკრეტულად რაღაცა ტიპის შევიწროვება. ფაქტობრივად იმას ელოდნენ, რასაც ესენი უკეთებდნენ ღარიბაშვილი, ლილუაშვილის მხარდამჭერებს, ფიქრობდნენ, რომ მათ მიმართაც იგივე დაიწყებოდა. მით უმეტეს, როდესაც საპარლამენტო სკამი იძლევა იმის საშუალებას, რომ გქონდეს იმუნიტეტი – აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალიან მარტივია ადამიანს დაემშვიდობო, ერთი ბრძანებაა და ნებისმიერ მინისტრს სამსახურიდან მოხსნი, მაგრამ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, როდესაც საპარლამენტო დეპუტატია, ესე მარტივად ვერ გაუშვებ პარლამენტიდან ადამიანს, მას იმუნიტეტი იცავს და შესაბამისად ზოგჯერ უფრო ფრთხილი მიდგომაა საჭირო დეპუტატების მიმართ, მით უმეტეს, როდესაც ისინი ჯგუფი არიან, ვიდრე დავუშვათ აღმასრულებელი ხელისუფლებაში დასაქმებულ ადამიანს.

აი ეს ყველაფერი ამას ემსახურებოდა, – ერთის მხრივ რაღაცა დაწყნარებას, მეორეს მხრივ ფილიგრანული მუშაობაა საჭირო ეხლა, რომ ისედაც მყიფე სიტუაციაა. მარტო ბიძინარაძის კი არ ჰყავდა იქ თავისი შემადგენლობა პარლამენტში, იქ სხვა ადამიანებსაც ჰყავთ, იმიტომ, რომ სამწუხაროდ უკვე იყო ის ტენდენცია, როდესაც ქართული ოცნების სიაში დამსახურების მიხედვით კი არ ხვდებოდი ქართული ოცნების წინაშე ან ხალხის წინაშე, კონკრეტულად რაღაცა ლიდერის მიმართ ანგარიშვალდებული. აი, ხარ ვიღაცის, დავუშვათ, ძმაკაცი, ან ხარ ვიღაცის ძმაკაცის ცოლის ძმა ან ვიღაცის მეგობარი, ან კლასელი, ჯგუფელი, ყოფილი თანაშემწე, მდივანი და ასე შემდეგ და ესე იწერებოდნენ სიაში.

რამოდენიმე დაჯგუფებათაა დღეს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში დეპუტატები დაყოფილი. ძალიან პატარა ნაწილია, რომელიც ქართული ოცნების შემადგენლობიდან არის პარლამენტში წარმოდგენილი და ისიც ნახეთ თქვენ, ნახევარზე ისე დაარწმუნეს ბიძინა ივანიშვილო, თითქოს რაღაცა ოპოზიციური ფლანგი უნდათ შეექმნათ და სუბარი და ვიღაცეები ხუნდაძე გადაიყვანეს იმ ფლანგში, თითქოს და ის ოპოზიციური ფლანგი რომ შექმნან მომავლისთვის, ნაწილი ჩრდილში ყავთ, მაგალითად თეა წულუკიანი და დანარჩენები ჩრდილში ყავთ, ხო? და ძირითადად პლანზე არიან ესენი და რეალურად ეხლა ამიტომაც დაჭირდათ ცოტა ისეთი ფილიგრანული მუშაობა, რომ ეს შოშმინი არ გადაიზარდოს უფრო მეტ პრობლემებში, ისედაც ბევრია ქვეყნაში პრობლემა და აი, ეს არის ჩემი ხედვა ამასთან დაკავშირებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved