მოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის და ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე მოწმედ მიყვანას ენმ ითხოვდა.
ჟურნალისტ, ზურაბ ვარდიაშვილის, ცნობით, მოსამართლემ სააკაშვილზე საუბრისას, თქვა ფრაზა:
“გვესმის, რომ მას გარკვეული შემხებლობა აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ…” –
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.











კომენტარები