ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
პარტიების (ანუ დემოკრატიის) გაუქმება იმაზე გაცილებით დიდი უბედურებაა, ვიდრე თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, რომელმაც ასეულ ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. იმედია, ხალხი დაინახავს იმ უზარმაზარ საფრთხეს, რასაც უქადის ქვეყანას „ოცნების“ მოღალატე რეჟიმი, და საკადრის პასუხს გასცემს მას.
დანაშაული, რომლის ჩადენასაც ხელისუფლება აპირებს, კონკრეტული ადამიანების, მარიონეტი მოსამართლეების ხელით ხდება. ყველა უნდა იცნობდეს ამ უღირს ადამიანებს-ყველა ქუჩაში, ეზოსა თუ სადარბაზოს კარზე უნდა იყოს გამოკრული მათი ფოტოსურათები.
ამ ბანერზე მათი კოლექტიური ფოტოებია-ერთმანეთს „უმშვენებენ“ გვერდს. სწორედ ამ ერთიანობაში პოულობენ კომფორტს. კოლექტიური პასუხისმგებლობის მიღმა ამოფარებულები თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ, ვიდრე ინდივიდუალურად იგრძნობდნენ. ამიტომ უნდა დავშალოთ ეს კლანი მარტივ მამრავლებად: თითო ბანერზე თითო სიფათი უნდა ჩანდეს, რომ ადამიანმა იკითხოს: „ვინაა ეს, რა უნდა ჩემი სახლის კედელზე?“, მეზობელი კი ეტყვის: „ქვეყნის მოღალატე“.











კომენტარები