უფლებადამცველი ბაია პატარაია:
,,დღეს გავრისკე და პირველად ფეხით წავედი ვერიდან მთაწმინდაზე რუსთაველის გავლით.
არ იაროთ მანდ ხალხო. საშიშია!
ჯერ ხომ კისერს მოიმტვრევს ადამიანი. არანაირი საფეხმავლო გზა არ არსებობს. დადის უამრავი ადამიანი და თვითნებური ბილიკებით გადაადგილდება. ოღონდ ბილიკები ზოგჯერ გზაზე ჩადის და უკან აღარ ამოდის ტროტუარზე. კაი ხანი ვიბორიალე, რომ როგორმე არაგადაკეტილ და ბოლომდე ანგრეულ ტრორუარზე მოვხვედრილიყავი ისევ.
ასევე, დგას საშინელი მტვერი მიუხედავად გუშინდელი წვიმისა და პირბადე არავის უკეთია. მუშებიც და გამვლელებიც იწამლებიან. ხველებით ვიარე სვიტერში ცხვირჩაყოფილმა.
განა სხვა ქალაქებში არ მინახავს მასიური სამშენებლო სამუშაოები?! პორტუგალიაში პიწისქვეშ მეტრო გაყავდათ და ასე ამონგრეული იყო დიდი ნაწილი, მაგრამ უკოხტავესი ბილიკები იყო გაკეთებული ცენტრალურ უბანში. ნიუ იორკში სულ რაღაც ცათამბრჯენი შენდება, ოღონდ არავის ხელი არ ეშლება, ბუღი არ დგას და ქალაქი არ მახინჯდება.
ჩვენთან ყველაფერს ველურივით აკეთებს მერია: აჯა-ბაჯა, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშად და უხარისხოდ. სამაგიეროდ, მდიდრდება ქოცელიტა ატკატებით და უხარისხო სამუშაოებით.
ჯერ კიდე აგვისტოში მახსოვს ერთი ხალხი – ერთი საქართველოს ვიდეოები, საფეხმავლო ბილიკებს ითხოვდნენ და რა? სულ ქუსლზე კიდია კალაძეს ფეხით მოსიარულე თბილისელები და ტურისტები. “კისერი გიტეხია” ხდება მთელ რუსთაველზე”











კომენტარები