კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.
„დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზიანებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში მოგაწვდიან. დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.











კომენტარები