• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იცოდეთ, შვილები არ მომიკვდეს! – ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
16:51 10-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

“იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს” – ამ სიტყვებით მიმართავს ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა ტყუპი ძმების მიმართ ციხეში მოწყობილ “ქურდულ გარჩევაზე” ისაუბრა, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მშობელი “ოცნების” დამფუძნებლისგან ითხოვს, “ფეხზე დააყენოს” მთელი პარლამენტი და მთავრობა და მისი შვილების მიმართ საპატიმროში ტერორი და ფიზიკური ანგარიშსწორება აღკვეთოს.

“შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს პირველ რიგში თქვენთვის, მთავრობისთვის” – ამბობს „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ნინო აბრამიშვილი.

„მე არ მჯერა იმის, რომ ბატონი ბიძინა ამ საქმეში ჩარეულია. საკმაოდ ჭკვიანი კაცია, ყველა მთავრობისთვის არის კრახი, როდესაც ციხეს ეხება. ყველა მთავრობის დასასრულია, როცა ციხეს ეხება. ციხის ბუნტი და ციხეში ასეთი რამის შემდეგ, მინიმუმ გადაყენებული უნდა იყოს ციხის უფროსი. გენერალური პროკურატურა უკვე უნდა იჯდეს აქ, მე ვერავის ვერ ვხედავ აქ. მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებ, ხომ გვყავს ჩვენ მთავრობა?

მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ბატონო ბიძინა დამეხმარეთ – შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში.  იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს. დედას ხომ იცით არაფერი არ გააჩერებს – მარტო შუბლში ტყვია და მე იმ ტყვიასაც მივიღებ, თუ მესვრით, მაგრამ მე გთხოვთ, როგორც დედა გთხოვთ, დააყენეთ ფეხზე თქვენი პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, ვინც კი არიან, აი ჩვენი ჯიბიდან რომ იღებენ ხელფასს, მიხედონ ამ საქმეს. შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს, პირველ რიგში, თქვენთვის მთავრობისთვის იქნება ცუდი. მე არ ვითხოვ რომ გაათავისუფლოთ ჩემი შვილები, შეიძლება მე ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ ისინი ჩემი შვილები არიან და ის, რომ ქურდული “რაზბორკები” მოუწყონ ჩემს შვილს ციხეში და მთავრობამ ეს არ იცოდეს, მაშინ მე არ ვიცი რა ხდება, მაშინ არ ვყოფილვართ, როგორც ქვეყანა”, – ამბობს ნინო აბრამიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved