დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებს:
,,ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, რომელიც მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბეგანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები.
ეს სამი პიროვნება იმის გულისთვის არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია, ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს. გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“ – განაცხადა დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა.











კომენტარები