ქართული ცეკვის ლეგენდა, ფრიდონ სულაბერიძე კულტურის ყოფილმა მინისტრმა თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო – ამის შესახებ ,,ფორმულას” სულაბერიძის შვილმა უამბო.
როგორც ის ყვება, სამინისტროში შეხვედრაზე ანსამბლ “რუსთავის” ახალი ქორეოგრაფის კანდიდატურის – მამუკა ცერცვაძის წარსადგენად მივიდნენ. ფრიდონ სულაბერიძე, ჯანმრთელობის პრობლემებით, მინისტრმა მოსაცდელში 2 საათი ალოდინა, ქორეოგრაფის კანდიდატურა კი მხოლოდ იმიტომ დაბლოკა, რომ ის “სუხიშვილების” მოცეკვავე იყო.
“მამაჩემი სუხიშვილების მოცეკვავე იყო და მამუკა ცერცვაძეც თუ სუხიშვილების მოცეკვავე იქნება ამით რა დაშავდებოდა?!… შელაპარაკება როდესაც მოხდა, თიკა რუხაძემ დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, გაიყვანეთ აქედან, წადით, აქ არ დამენახოთ, კივილი, პანიკა ატეხა, დაუძახა დაცვას…” – ამბობს ,,ფორმულასთან” ფრიდონ სულაბერიძის შვილი, უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე.
„მამაჩემს და ჩემს ძმას უყვიროდა, გამოიძახა დაცვა და ფრიდონმა და ჩემმა ძმამ კაბინეტი შეურაცხყოფილებმა სასწრაფო წესით დატოვეს“, – აცხადებს სულაბერიძე უმცროსი.











კომენტარები