მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოდან წასვლაზე ,,ტვ პირველთან” კომენტარს აკეთებს ,,ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი:
,,გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს. ყველამ თავის ადგილზე თავისი პროფესიული და მორალური პოზიცია გამოხატოს, აი მაშინ ექნება მის სიტყვას ფასი. მოსამართლე როცა ხდები, შენ მანამდე პოლიტიკური პარტიის წევრი იყავი თუ რაღაცა იყავი, აღარ აქვს მნიშვნელობა. როგორც მოსამართლეს ფიცი გაქვთ დადებული და ვალდებულება გაქვს, კანონის მიხედვით იმოქმედო და მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ თავისი მორალი და სინდისი როგორც კარნახობს მოსამართლეს და კანონი და მისი პროფესიული ალღო რასაც ეუბნება, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არვიცი, უფლებამოსილება ეწურება და თვითონ გააკეთოს მეტი განმარტება. მე ჩემი პოზიცია გითხარით და მას გულში და თავში რა უტრიალებს, მეტს ვეღარ გეტყვით”











კომენტარები