მიხეილ სააკაშვილი გლუქსმანთან ერთად გადაღებულ ფოტოსა და პოსტს აქვეყნებს:
„უმაგრესი ამბავი. საფრანგეთში მკვეთრად გაიზარდა, ჩემი უახლოესი მეგობრის, რაფაელ გლუქსმანის რეიტინგი და მას უკვე აქვს ყველაზე კარგი შანსი მეორე ტურში აღმოჩნდეს მარინ ლე პენთან ერთად.
ეს არის ძალიან ცუდი ამბავი პუტინისთვის, ივანიშვილისთვის, ირანისთვის და ყველა სხვა ბოროტი ძალისთვის. ყურადღებით ვაკვირდები რაფაელის წინააღმდეგ კამპანიას და მას ებრძვიან რუსები მთელი თავისი ტროლ-ბოტებით, ზუსტად ისე, როგორც მებრძოდნენ მე – რაღაც ვიდეოების გამოგდებით, გაშარჟების მცდელობებით, ათასგვარი ტყუილის გამოგდებით.
ნუ ჩემთან გამოუვიდათ 2012-ში. ახლა კი ვერ გამოვა იმიტომ, რომ მსოფლიომ შეიძინა უდიდესი გამოცდილება მსგავსი ჰიბრიდული შემოტევების მოგერიების და ისწავლა ყველა ასეთი “სენსაციური” ამბის უკან, კრემლის ყურების ამოცნობა.
მითუმეტეს, რომ რაფაელი ევროპარლამენტში სწორედ რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობს და საქართველოს გამოცდილებაც აქვს – ამიტომ ხუთი თითივით იცის თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ბინძურ, რუსულ პროპაგანდას.“











კომენტარები