ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი:
„რამდენიმე დღეა, მესმის უსინდისო რიტორიკა იმის თაობაზე, რომ რიგი პარტიების საქმიანობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში, მხოლოდ ამ პარტიებს კი არ აკრძალავენ, 1,5 მილიონ ადამიანსაც “კრძალავენ” თურმე. ბუღალტერია რომ ნაცების ძლიერი მხარე არ არის, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ეს მილიონნნახევარი რომ “სოროკ, სოროკ – რუბლ სოროკის” პრინციპით აქვთ გამოყვანილი, მაგას თავი დავანებოთ (800.000 ხმა 2024-ში მივიღეთ და კიდევ ერთი ამდენი ემიგრანტების ხმებიო, ეს ხმებიც საკუთარ არჩივში მიითვალეს სტატისტიკის მამებმა). რიცხვებით მანიპულაცია და ნაცლოგიკა იმდენად მდარე და უნიჭოა, რომ შეიძლება კომენტირებადაც არ ღირდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი. რას გვეუბნება ნაცი? ნაცი გვეუბნება, რომ თუ სურსათის უვნებლობის სამსახურმა სუპერმარკეტებიდან ამოიღო სალმონელას ჩხირის მატარებელი რომელიმე კომპანიის მიერ წარმოებული ძეხვი, ძეხვის მოყვარულებს ძეხვეულის ჭამა სამიდღემჩიოდ ეკრძალებათო. ხომ სისულელეა? სისულელეა, მაგრამ ნაცი რომ უტიფარია?“











კომენტარები