• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

ალია ავტორი - ალია
14:03 10-19-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

თიბისი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ფინანსები, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დამოუკიდებლად მართონ ინტერნეტ ან მობილბანკის საშუალებით და მარტივად მიიღონ ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი თუ მომსახურება.

ემიგრანტების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში სპეციალური გუნდია შექმნილი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებების შესაბამის საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს ქმნის, ხოლო უკვე არსებულს – მუდმივად ხვეწს და ავითარებს.

თიბისიში, ემიგრანტებს, შემდეგი საბანკო პროდუქტებით შეუძლიათ სარგებლობა:

  • დისტანციურისაბანკომომსახურება – ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები, დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, 30 წამში, ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით გახდნენ და ისარგებლონ ყველა არსებული პროდუქტითა და მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ვიდეობანკის სერვისით სარგებლობა და რეგისტრაციის პროცესში, თიბისის წარმომადგენლის მხრიდან დახმარება;
  • უფასო თიბისი ბარათი – ციფრული ბარათის აღება ინტერნეტ და მობილბანკიდან, სრულიად უფასოდ, ზუსტად 30 წამშია შესაძლებელი. ბარათით შესაძლებელია ნებისმიერ POS ტერმინალზე, ასევე ონლაინ პლატფორმებზე გადახდა, უფასო გადარიცხვები ქართულ ბანკებში, კონვერტაცია სპეციალური კურსით. ასევე, კომუნალური გადახდები და გზავნილის ანგარიშზე გადარიცხვა;
  • ანაბრები – ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გახსნან ანაბარი და სარგებლის დარიცხვისას, ისარგებლონ მაღალი საპროცენტო განაკვეთით;
  • იპოთეკური სესხი – ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შესაძენად, სახლის ასაშენებლად, ან გასარემონტებლად;
  • ფულადი გზავნილები – ფულადი გზავნილების მიღება, გაგზავნა და განაღდება შესაძლებელია დისტანციურად, თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან, სპეციალურო პირობებით. განაღდებული გზავნილი მომენტალურად აისახება საბარათე ანგარიშზე. ასევე, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გზავნილების ნაწილობრივ კონვერტაცია, რისთვისაც საქართველოში, საუკეთესო კურსით სარგებლობაა შესაძლებელი;
  • მომენტალური გადარიცხვები უცხოური ბარათებიდან – ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, უცხოური ბანკების VISA და Mastercard ბარათებიდან თანხა თიბისის ანგარიშზე 24/7 რეჟიმში, მომენტალურად გადმოიტანონ, მარტივად და სრულად დისტანციურად.

,,ჩვენი მიზანია, ემიგრანტებისთვის, საბანკო მომსახურება მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ყოველდღიურად აქვთ ფინანსური სერვისებით სარგებლობის საჭიროება. სწორედ ამიტომ, ვქმნით და ვავითარებთ ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სრულფასოვნად მართონ საკუთარი ფინანსები, ისარგებლონ საბანკო პროდუქტებით და ყველა საჭირო მომსახურება დისტანციურად მიიღონ. გვინდა, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ბანკთან ურთიერთობა დამატებითი ბარიერების გარეშე შეძლონ და თავი საქართველოსთან კიდევ უფრო ახლოს იგრძნონ”, – გიორგი ხომასურიძე, თიბისის ემიგრანტების სეგმენტის მიმართულების ხელმძღვანელი.

სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი პროდუქტების და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/emigrants

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved