პროევროპული აქციებისას დაჭერილი რეზო კიკნაძე, ციხიდან წერილს აქვეყნებს:
მე და ირაკლი რეგულარულად ვუყურებდით სპორტულ გადაცემა „ტაიმაუტს“.
ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, „ტაიმაუტში“, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის, წამყვანმა გია თვალაბეიშვილმა თქვა, რომ რუსი ფეხბურთელების გვარებს არ გააჟღერებდა და რუსების გოლებს მის გადაცემაში არასდროს აჩვენებდა. მე და ირაკლის გვესიამოვნა მისი ეს რეპლიკა. თან ჩავიცინეთ – ახლა ამის გამო არ გააგდონო ესო. მეორე დღეს, ჩვეულ დროს, ისევ ველოდებოდით გადაცემის დაწყებას, მაგრამ აღარ გაუშვეს. გაგიკვირდებათ და არც მესამე დღეს. ხომ არ იცით, ეს ორი მოვლენა არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში? რუს ქოცებისგან რაღაა გამორიცხული, რუსთა გამო ქართველების დასჯა ხო მათი მთავარი ხელწერაა.პ.ს. ისე, ეს ცნობილი კომენტატორი, ბატონი გია, იმ ცხელ დღეებში – 2024 წლის დეკემბერში, რუსთაველზე, აქციაზე გალახული ვნახე.











კომენტარები