ისტორიკოსი ბექა კობახიძე გივი თარგამაძის პოსტს ეხმურება
,,მართალია ეს ამბავი. ყველა დაჭერილი იყო. არც მერაბიშვილს უწერია ჩვენებები სააკაშვილზე, არც ახალაიას მერაბიშვილზე, არც უგულავას გვარამიაზე, არც გვარამიას კიდევ სხვაზე და ა.შ.
ისხდნენ, ზოგი გამოვიდა და ციხეში თუ გარეთ ისევ იმას აგრძელებენ, რისიც სჯეროდათ.
ხშირად, ერთმანეთი გულზე არც ეხატებათ, პირადი წყენებიც აქვთ, მაგრამ ყოფილი თუ მოქმედი თანაგუნდელის უბედურებაზე თავიანთ ბედნიერებას არ აშენებენ.
არ ჩერდებიან, რადგან სჯერათ რაღაცის. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, ეს სხვა საკითხი და თქვენი განსასჯელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომ ეს ხალხი საკუთარი რწმენით და ღირებულებებით მოქმედებს.
ახლა აქეთ ვნახოთ რა ხდება: რომეო მიქაუტაძეს ლილუაშვილზე ჩვენებების წერისას ვერ გააგდებინეს კალამი ხელიდან; ბურჭულაძემ პირველივე დაბრკოლებისას ჩადო ღარიბაშვილი მიწაში; იგრძნეს რომ მდინარაძის აღსასრული დგება და ერთმანეთს ასწრებენ მსინარაძესთან გადაღებული ფოტოების წაშლას, მის გმობა-ძაგებას.
არაფრის ამ ხალხს არ სჯერა, არც არასდროს სჯეროდა; პრინციპის, რწმენისა და ქვეყნისთვის ერთ მისხალს არასდროს დადებენ სასწორზე. საკუთარი სტომაქის გარდა არც არასდროს სჯეროდათ რამის. ჰოდა, ცეცხლად ჩაგყვეთ მაგ ნაძირლობით ნაშოვნი ყველა ლუკმა.“











კომენტარები