ნაცმოძრაობის წევრი, გივი თარგამაძე:
,,ეხლა რასაც დავწერ, ძალზედ მინდა, ბავშვებმა, ახალგაზდებმა, რომლებიც, სამწუხაროდ, ისევ ხედავენ რომანტიკას საძაგლობაში, გულდასმით წაიკითხონ და ზედმიწევნით გაითავისონ:
ჩვენ – ჩვენს სათქმელს ვამბობთ, ჩვენს საკეთებელს ვაკეთებთ. გვემუქრებიან, გვავიწროებენ, ახლობლებს გვიტისკავენ, მაგრამ, მაინც. გვიჭერენ? კი ბატონო, ღირსეულად ვზივართ, ისტერიკებს არ ვტეხთ, არავის ჩაშვებაზე არ ვაწერთ ხელს, არავის არაფერს ვაბრალებთ, არც თვითმარქვიას ვთხოვთ შეწყალებას, არც არაფორმალურს – მოწყალებას. უსამართლოდ მოსჯილს მოვიხდით, გამოვდივართ და ისევ – ჩვენს სათქმელს ვამბობთ, ჩვენს საკეთებელს ვაკეთებთ.
ისინი – მთავრობას, სუს-ს, პოლიციას ემსახურებიან. მათს არალეგალურ, ბინძურ საქმეებს აგვარებენ, ხალხის გაუბედურებით მოტაცებულ ფულს უგროვებენ, იმათი მითითებით ბევრს უსამართლოდ აუბედურებენ. სუს-ის დაქირავებული, პოლილციაში გაფორმებული დაცვებით მოძრაობენ. მაგათი ტრაკით ძალადობენ. როცა აერევათ, ერთმანეთს უშვებენ, ისევ იმათი მითითებით ერთმანეთს სცემენ, წერილებს წერენ, პატიებას, შეწყალებას, მოწყალებას ითხოვენ.
ეხლა კი, დამეთანხმეთ, რომ სწორად ამიტომ, ჩვენ – ვართ კაი ბიჭები. ისინი – არიან ბოზები.
ეხლა რას მოთქვამენ? ვაი, გვცემენ, გვჩაგრავენო? ბოზების ხვედრი ეგაა – იხმარეს და გადააგდეს. თუ პაჟიზნენი მალინას ელოდნენ, ბოზების გარდა, ფრაერებიც ყოფილან.
ვიტყოდი, ცრემლი არ დამანახოთ, ბიჭოო, მაგრამ, როგორც ჩანს, დაგვიანებულია……“











კომენტარები