• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘პარტიების აკრძალვა’ – მცდარი შეფასებაა, რომელიც მცდარ მოლოდინებს აჩენს“ – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
21:03 10-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მცდარი შეფასებები და მცდარი მოლოდინები სახიფათოა

‘პარტიების აკრძალვა’ – მცდარი შეფასებაა, რომელიც მცდარ მოლოდინებს აჩენს

თუ ერთობლიობაში შეხედავთ ე.წ ‘საბოტაჟის საქმეს’, საკონსტიტუციოში გაგზავნილ სარჩელს, პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს

შედეგი იქნება შემდეგი:

– 2024 წლის ‘არჩევნებში’ მონაწილე (გამარჯვებული) ოთხივე კოალიციის/პარტიის ლიდერებიდან ყველა იქნება ციხეში ან საზღვარგარეთ

– იგივე ოთხი კოალიციის/პარტიის სიებში მყოფებს, ყველას, 600 ადამიანს, დე ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა + ფედერალისტებსაც

– უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორში მომუშავეთ, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია უცხოური ორგანიზაციისგან გრანტი/ხელფასი, ასევე, დე ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა (არ ვიცი რამდენი ათასეული თუ ათეულ ათასეულია ამ ჯგუფში)

– თუ ვინმე ეცდება გააკეთოს ახალი პარტია, სადაც თუნდაც ერთი ადამიანი მოხვდება იმ 600-დან ან ამ ათასეულებიდან (თუ ათობით ათასეულებიდან), ეგ პარტიაც აიკრძალება

– ზოგადად, თუ რეალური საფრთხე გახდი ივანიშვილის ოჯახური კლანისთვის – აიკრძლები და/ან გისოსებს მიღმა აღმოჩნდები

ეს ყველაფერი ასე ექსპლისიტურად არ წერია; ვიღაცეებზე, ვინც თავს დაუხრის და/ან დემოკრატიის სურათის დახატვაში დაეხმარება, შეიძლება გამონაკლისებიც დაუშვას, მაგრამ ერთობლიობაში ამ სურათისკენ მიდის ივანიშვილი/მიდიან რუსები

ასე რომ რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო ცხოვრებაში

ამ სურათის დანახვა მნიშვნელოვანია

ვის/რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს ტოვებს ივანიშვილის ოჯახური კლანი პოლიტიკურ ველზე, შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ

თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელი, რომელსაც ექნება საკმარისი ქარიზმა, გამბედაობა, პოლიტიკური კაპიტალი, და ხალხის ურყევი ნდობა, და რომელიც განგმირავს გველეშაპს, საიდან უნდა გამოჩნდეს თუ ბოლო წლების განმავლობაში საჯარო ცხოვრებაში არაფრით დაინტერესებულა, არაფრით შეწუხებულა და არაფერი უკეთებია, მე არ ვიცი (მაგრამ შეგიძლიათ გააგრძელოთ ლოდინი, ვინც აქ იპოვეთ თავშესაფარი)

ამის შეჩერება და ბოროტი სისტემის ჩამოშლა შესაძლებელია

ამისთვის საჭიროა რომ:

1. სურათი სწორად დავინახოთ და მცდარი მოლოდინები არ გვქონდეს

2. გოდებას შევეშვათ (ამაზე გაცილებით უარესები გადაუტანია ხალხს და ამათზე გაცილებით ძლიერები დაუმარცხებიათ)

3. გავაგრძელოთ ბრძოლა ყველგან სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან“

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved