• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

ალია ავტორი - ალია
17:30 10-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

თიბისის, როგორც კულტურისა და ხელოვნების ერთგული მხარდამჭერი, უკვე წლებია ხელს უწყობს მნიშვნელოვანი კულტურული ინიციატივების განხორციელებას. მათ შორისაა ფოტოგამოფენები „PROVOKE(D): იაპონური ფოტოგრაფიის ახალი ენა“და „ქვიშის დიუნი“. ორივე გამოფენა „იაპონური ფოტოგრაფიის“ პროგრამის ნაწილია და „თბილისიფოტო ფესტივალის“ მე-17 გამოშვების ცენტრალურ ღონისძიებას წარმოადგენს.

ექსპოზიციებზე დამთვალიერებლები გაეცნობიან 1960–1970-იანი წლების იაპონური ფოტოგრაფიის ახალი ტალღის შვიდი გამორჩეული წარმომადგენლის 70-მდენამუშევარს. გამოფენებს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი 2027 წლის 15 იანვრამდე მასპინძლობს.

საქართველოში პირველად არის წარმოდგენილი მსოფლიოში ცნობილი იაპონელი ავანგარდული ფოტოგრაფების – დაიდო მორიამას, იუტაკა ტაკანაშის, ტაკუმა ნაკაჰირას, კაცუო კიტაის, ჰიტომი ვატანაბეს, იშიუჩი მიაკოს და შოჯი უედას ნამუშევრები. მათი დიდი ნაწილი ჟურნალის და შემდეგ უკვე PROVOKE-ისმოძრაობის დამფუძნებელი და წევრია. 1960-70-იანწლებში მოძრაობამ ფოტოგრაფიის ახალი ენა შექმნა და ფოტოგრაფიული გამოსახულების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც იაპონიაში, ისე ევროპასა და აშშ–ში. PROVOKE-ის თაობამ „are, bure, boke“ (მარცვლოვანი, დაბინდული და ფოკუსგარეშე გამოსახულების) ესთეტიკით ფოტოგრაფიის ტრადიციული აღქმა შეცვალა.

გამოფენა წარმოდგენილი იქნება კოლოტიპების, მაღალხარისხიანი ბეჭდვის ერთ–ერთი უძველესი მეთოდით შექმნილი ანაბეჭდების სახით. კოლოტიპები საქართველოში პირველად გამოიფინება. პროექტი BenridoAtelier–სა და Tbilisi Photo Festival–ს შორის პარტნიორობის შედეგია.

„იაპონური ფოტოგრაფიის პროგრამის“ ფარგლებში 16 ოქტომბერს, ტაკა კავაჩი – Benrido Atelier–ს წარმომადგენელი საჯარო ლექციას გაამრთავს იაპონური ფოტოგრაფიის ტრადიციებზე და კოლოტიპის მეთოდზე.

ფესტივალის ფარგლებში, 28 და 29 ნოემბრს კი, მუზეუმისა და ფოტოგრაფიის სკოლის ფარგლებში გაიმართება კოლოტიპის ბეჭდვის ვორქშოფი, რომელსაც Benrido Atelier-ს ცნობილი კოლოტიპისმბეჭდავი ოსტატი (master printer) უსამუ იამამოტო გაუძღვება.

პროგრამის ორგანიზატორია ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის ცენტრი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან, სკოლასთან და თბილისი ფოტოფესტივალთან ერთად. გამოფენები იმართება Japan Foundation – ის ფინანსური მხარდაჭერით. იაპონური პროგრამის მხარდამჭერია იაპონიის საელჩო საქართველოში.

თიბისისთვის კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მრავალწლიანი გამოცდილებით, თიბისი ხელს უწყობს თანამედროვე კულტურის განვითარებას. ქმნის სივრცეს ახალი იდეების, შემოქმედებითი ინიციატივებისა და ქართველი აუდიტორიისთვის საერთაშორისო ხელოვნებისა გამოცდილებების გაზიარებისთვის.

მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას #14.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved