• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სავარაუდოდ, ივანიშვილის გამოძიება იმაზე მუშაობს, რომ ყველაფერი მამუკა მდინარაძეს შეტენონ და ამ ბრალდებით ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან“ – ლაშა ფარულავა

ალია ავტორი - ალია
13:29 10-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

ნაცმოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა:

,,ვატო ყიფიანის, კაწრო ბილანიშვილისა და მანამდე ტყუპი ძმები ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება.

სავარაუდოდ, საქმე ეხება თაღლითურ ქოლცენტრებს, ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და ამ ქსელის შესაძლო მფარველობის პასუხისმგებლობის მამუკა მდინარაძისთვის დაკისრების მცდელობას.

ტყუპი ძმები ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი საქმე დაუმძიმეს.

ახლა, როგორც ჩანს, მსგავს სპირალში არიან ვატო ყიფიანი და კაწრო ბილანიშვილიც. ანუ, ისინიც ივანიშვილების სისტემის ხაფანგში აღმოჩნდნენ.

ასევე საინტერესოა, რამდენად უკავშირდება ვატო ყიფიანის დაკავება მოლდოვაში ქოლცენტრებზე ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციას.

ამას ევროპული გამოძიება გვიჩვენებს.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ გუშინდელი დაკავებები მხოლოდ თბილისური კრიმინალური ამბავი არ არის.

საქმე, სავარაუდოდ, ეხება თაღლითურ ქოლცენტრებს, რომელთა საქმიანობითაც ათასობით ადამიანი ზარალდება და რომელთა წინააღმდეგ ევროპული გამოძიება მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვის საქმეში საქართველოს მოქალაქეებიც ფიგურირებენ.

სწორედ ამიტომ უნდა გაირკვეს, რა კავშირია მოლდოვის გამოძიებასა და თბილისში ვატო ყიფიანისა და კაწრო ბილანიშვილის დაკავებას შორის.

ახლა, სავარაუდოდ, ივანიშვილის გამოძიება იმაზე მუშაობს, რომ ყველაფერი მამუკა მდინარაძეს შეტენონ და ამ ბრალდებით ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან.

ამასთან, ვრცელდება ათასი ჭორი და დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს გამოძიების სამიზნე მდინარაძის გუნდის წევრები არიან და თავად მისი დაკავების საკითხზეც საუბრობენ.

ეს ყველაფერი დადასტურებულ ფაქტად არ უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ მფარველობდა ქოლცენტრების ქსელს და რა როლი ჰქონდათ ამ პროცესებში მდინარაძე-კობახიძის მთავრობის წარმომადგენლებს.

ამ თემაზე ერთი თვის წინაც ვსაუბრობდი, როცა ტყუპი ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს.

მაშინაც ვამბობდი, რომ გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება ქოლცენტრების საქმიანობის შეწყვეტას არ ნიშნავდა. უბრალოდ, ძველი სქემა შეიცვალა, მაგრამ თაღლითური ქსელი არ გამქრალა.

2020 წლიდან გააქტიურებული თაღლითური ქსელი, სავარაუდო პოლიტიკური მფარველობა, ფინანსური ინტერესები და ახალგაზრდების კონტროლი – ამ საკითხებზე წლებია მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობთ!

ლევან ხაბეიშვილთან და ვასო ურუშაძესთან ერთად ამ სქემებს საჯაროდ ვამხელდით მაშინაც, როცა ივანიშვილის რეჟიმისთვის ეს ყველაზე არასასურველი თემა იყო.

ამ ამბავში ყველაზე მძიმე მხოლოდ მოპარული ფული და კორუფციული კავშირები არ არის.

ახალგაზრდებს კრიმინალები ატერორებენ!

ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილი, შესაძლოა, ზეწოლისა და შანტაჟის პირობებში იმყოფებოდეს.

მას შემდეგ, რაც ძველი მფარველობის სქემა შეიცვალა, ქოლცენტრების კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩემი ინფორმაციით, კრიმინალურ ჯგუფებთან დაკავშირებულ პირებს გადაეცა.

ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებების ფონზე ჩნდება კითხვები შესაძლო მუქარის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მამხილებლების დაშინების შესახებ.

ეს ყველაფერი საერთაშორისო გამოძიებამ უნდა შეისწავლოს და დაადგინოს, ვინ მართავს ამ სისტემას.

მშობლებო, დაფიქრდით!

თუ თქვენს შვილს ძვირადღირებული მანქანა ჰყავს და დიდ ფულს ხარჯავს, ეს ავტომატურად წარმატებას არ ნიშნავს.

გაარკვიეთ, საიდან მოდის ეს ფული, სად მუშაობს თქვენი შვილი და ხომ არ არის ჩათრეული დანაშაულებრივ ქსელში, რომლისგან თავის დაღწევაც უჭირს.

თუ თქვენი შვილი ამ სისტემაშია მოქცეული, გამოსავალი არსებობს და ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დანაშაულში მონაწილეობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ არავის აქვს უფლება, ახალგაზრდები შიშით მართოს, აშანტაჟოს და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდეს.

პასუხი უნდა აგონ როგორც შემსრულებლებმა, ისე მათმა მფარველებმა.

და ბოლოს, მათ, ვისაც ჰგონია, რომ ფულით, მუქარითა და პროვოკაციებით ჩვენს გაჩუმებას შეძლებენ, ძალიან შემცდარან.

ჩვენ არ ვიყიდებით!

ეს ძალიან კარგად იცის უჩა მამაცაშვილმა – ივანიშვილების ოჯახის წევრმა!

ქოლცენტრების საქმის „ოქროს მოწმემ“, გივი ჯიბლაძემ, სასამართლოში ჩვენების მიცემისას კონკრეტულად ისაუბრა იმაზე, რომ ლილუაშვილისა და მისი დაჯგუფების მცდელობებმა ჩვენი გაჩუმება ვერ შეძლო.

ჩვენ ამ თემაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სიმართლე გაირკვეს, დანაშაულებრივი ქსელი დაიშალოს და პასუხი აგონ მათ, ვინც ახალგაზრდებს იყენებს, ხალხს ატყუებს და კრიმინალურ გარემოს საკუთარი ინტერესებისთვის მართავს.

საქართველო უნდა გათავისუფლდეს კორუფციული მფარველობისგან, თაღლითური ქსელებისა და კრიმინალური ტერორისგან!“

თეგები: ლაშა ფარულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved