• რეკლამა
  • კონტაქტი
14:35, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ალია ავტორი - ალია
12:37 10-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies – A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 12–16 ოქტომბერს ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესების განვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. შეხვედრებში დაახლოებით 50 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

დისკუსიების ძირითადი თემები იყო საარჩევნო ადმინისტრირების თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიური სიახლეები, საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის განმტკიცება, დემოკრატიული პროცესების წინაშე არსებული გამოწვევები და ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აქტიურად მონაწილეობდა გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში და პროფესიულ დისკუსიებში. მან მონაწილეებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება გაუზიარა და უცხოელ კოლეგებთან საერთო გამოწვევებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ასევე გამართეს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო და პროფესიულ მისიებში, პროგრამებსა და ინიციატივებში მონაწილეობის მიმართულებით.

საერთაშორისო კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ტექნოლოგიებს, მათ მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებასა და საარჩევნო პროცესების მთლიანობის დაცვას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული გარემოს სწრაფი განვითარების პირობებში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაციასაც დაესწრნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია წარმოდგენილი ტექნოლოგიების ფუნქციური შესაძლებლობებისა და საარჩევნო პროცესში მათი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.

„საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციები ბევრი საერთო გამოწვევის წინაშე დგანან. დეზინფორმაცია, მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის შესუსტების მცდელობები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის – ეს გლობალური გამოწვევებია, რომლებთან გამკლავებაც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს უწევთ. ამ საკითხების აქტუალობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში. ამ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და საერთო მიდგომების განვითარება. A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა სწორედ ამ შესაძლებლობას გვაძლევს – გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, წარმოვაჩინოთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკა და გავაღრმაოთ თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთი შეხვედრები გვეხმარება, უკეთ გავიაზროთ არსებული გამოწვევები და ვიპოვოთ გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, სანდო და თანამედროვე საარჩევნო პროცესების განვითარებას“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved