გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების-პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობს.
შსს-ს ყოფილი მაღლაჩინოსანის, მერაბ მალანიას შვილს გამოძიება გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.
დაცვის მხარე ამბობს, რომ არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, შესაბამისად გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა შეცვალოს.
პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა მოკლული მასწავლებლის დედამაც – ეკა კუპატაძე ამბობს, რომ გიორგი მალანია კარგად იცნობდა მკვლელობაში მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილს. ავალიანის დედის თქმით, ამას ადასტურებს ნია იმნაძისსა და მამამისის საუბრის ჩანაწერებიც.
ჩემი გამოქვეყნებული მასალები ცხადყოფს, რომ გიორგი მალანიას და ალექსანდრე გაბაშვილს საკმაოდ თბილი თანამშრომლობითი და ახლო ურთიერთიერთობა ჰქონდათ. აი ნია იმნაძეს ეუბნება მამამისი – “ამ გიოსაც კიდე ვინ ეკითხებოდა, რომ სრულიად უცხო ადამიანს რომ მისცა მისამართი”. ნია იმნაძე ეუბნება – “რატომ უცხო? 3-4 დღე ხომ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა?” თავდასხმა იყო მისი მიზანი და თავდასხმის დროს გიორგი მალანია არ გამოადგებოდა, იმიტომ, რომ გიგა ავალიანის მოსწავლე იყო გიორგი მალანია და მას იცნობდა. გიორგი მალანიას ჩვენ ვედავებით დახმარება”, – ამბობს ეკა კუპატაძე.











კომენტარები