• რეკლამა
  • კონტაქტი
17:27, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ქოლცენტრების საკითხი არასათანადოდ არის შეფასებული” – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:35 10-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,ვფიქრობ ქოლცენტრების საკითხი არასათანადოდ არის შეფასებული ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით კი პოლიტიკური საზოგადოების მიერ, რაც დღესაც და მომავალშიც პრობლემიების მოგვარებაში ნამდვილად არ დაგვეხმარება.

ქოლენტრებმა, როგორც მოვლენამ, რამდენიმე მიმართულებით დაარტყა ქართულ სახელმწიფოს:

1. ქოლცენტრების წყალობით ბიძნა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა შეიძინა ფინანსური წყარო, რომელიც სხვა დიქტატურებში ნავთობის, გაზის თუ სხვა წიაღისეულის ფორმით არის მოცემული. სულ რომ ვამბობდით, რომ ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურას ვერ დაამყარებდა, რადგან არ ჰქონდა ნათობი, ვცდებოდით. მას აქვს ქოლცენტრები. მილიონობით აღურიცხავი ფული, რომლითაც შეუძლია ელიტების უსასრულოდ გამოკვება. ფაქტიურად ყველა ამა თუ იმ ფორმით ქოლცენტრების ფულთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ფულის გასათეთრებლად გაიხსნა უამრავი სასტუმრო და რესტორანი, ამ ფულის დასახარჯად გაიხსნა ფერარის ცენტრები… მთელი სამშენებლო ბიზნესი ხო პირდაპირ აზის ქოლცენტრების ფულს. არა ხო, ეს ამდენი კვადრატულ-ექვსიათასდოლარიანი ბინები სულ პატიოსანი მშრომელი ხალხის ხარჯზე შენდება.

თუ ქოლცენტრების ფული შეწყდება, ელიტების გამოკვების პრობლემა გაჩნდება და შესაბამისად მთელი ეს “კორუფციას ვებრძვით” კამპანიაც კრახით დასრულდება, ვინაიდან…

2. ქოლცენტრებმა შესაძლებლობა მისცა რეჟიმს, რომ ელიტა სახელმწიფო ფულიდან ჩამოეხსნა და შავ ფულზე შეესვა. შესაბამისად, მას აქვს ერთი პროპაგანდისტული ხელსაწყო, კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლის სახით, რომლითაც პარტიის მიერ წარმოებული უდიდესი ძარცვის ჩამორეცხვას ცდილობს, აჩენს რა ხალხში განცდას, რომ კორუფციას უპირისპირდება. სინამდვილეში კორუფცია და ქოცი სინონიმებია. მარგამ მისთვის მნიშნელობა არ აქვს მოპარულ ფულს საიდან მისცემ, ბიუჯეტიდან თუ ქოლცენტრიდან. ხოდა თუ ქოლცენტრი იქნება, მაშინ ბიუჯეტს შეიძლება შეეშვას(რასაც როგორც ჩანს ჯერ არ ეშვება), მაგრამ ქოლცენტრი თუ არ იქნება, მერე ნახეთ საერთოდ რა დღეში ჩააგდებენ სახელმწიფო ბიუჯეტს.

3. ქოლცენტრების საშუალებით რეჟიმს საშუალება აქვს გამოეყოს საერთაშორისო თანამეგობრობას და მხოლოდ კრიმინალებთან თანაარსებობას დაკმაყოფილდეს. ვიღაც-ვიღაცეებს სანქციების რომ არ ეშინიათ, ეს იმიტომ კი არა, რომ თავდადებული პატრიოტები არიან, არამედ იციან, რომ შავი ფულიც ექნებათ და მისი გათეთრების საშუალებაც. შესაბამისად, საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმები არ არის ქმედითი.

4. ქოლცენტრებმა ხალხს კიდევ უფრო დაგვაკარგვინეს კონტროლი მთავრობაზე. როგორც წესი, ჩვენი ფული ქმნის ბიუჯეტს და შესაბამისად ჩვენ ვართ “მუსიკის დამკვეთნი”. ტექნიკურად, მთავრობა მხოლოდ ბიუჯეტის განმკარგავი მენეჯერია. ჩვენს შემთხვევაში, რეჟიმს ჩვენი შრომით გამომუშავებული ფული აღარც აინტერესებს. ნებისმიერი დანაკლისი შეუძლია შავი ფულით შეავსოს. შესამაბისად, ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ისედაც უძალოები, კიდევ უფრო დავსუსტდით.

5. ქოლცენტრებმა ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი თაღლითებად, გარეწრებად და კრიმინალებად აქცია. როდესმე რომ დავლაგდებით, ამ ახალგაზრდების ნაწილი ციხეში წავა, ნაწილი კი სირცხვილში იცხოვრებს. თაობისათვის ასეთი რამის გაკეთება ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

6. ქოლცენტრების წყალობით, ჩვენი, როგორც ქართველების რეპუტაცია კატასტროფულია. ადრე ევროპაში ძარცვაზე რომ შევიტყობდით, იმაზე ვიშლიდით ნერვებს, რა სახელი გვაქვს ევროპაშიო. ახლა კი, არა თუ ათიათასობით მძარცველი გვყავს, არამედ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება. ყაჩაღ სახელმწიფოდ ვიქეცით.

7. ქოლცენტრები უფრო და უფრო მეტ ადამიანს აიძულებს ქვეყნის დატოვებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ აუარებელი შავი ფულის წყალობით ფასები ყოველდღიურად იზრდება, მშრომელი ხალხის ხელფასები კი არა. შესაბამისად, ყველას, ვინც პატიოსნად შრომობს ძალიან უჭირს თავის გატანა. და ამას რომ თავი დავანებოთ, უსამართლობის დიდი განცდა აუტანელს ხდის აქ ცხოვრებას. შენ აქ სამ სამსახურში შრომობდე, შენს დროს ოჯახს აკლებდე და მაინც არ შეგეძლოს ბედნიერად ცხოვრება, მაშინ როდესაც ვიღაც ოცი წლის ლაწირაკები ფერარებით დაქრიან? ამის ატანა რომელ ნორმალურ ადამიანს შეუძლია? ეს უსამართლობა როგორ არ გაგაქცევს ქვეყნიდან? მშრომელი ხალხის ასეთი დემორალიზაცია როგორ არ შეიძლება გახდეს ემიგრაციის მიზეზი?

მე რომ მკითხო, ყველა ეს პუნქტი თანაბრად პრობლემურია. ზოგი პოლიტიკურია, ზოგი ეკონომიკური და ზოგი მორალური, და ზუსტად ასეთი ყოვლისმომცველი მასშტაბის გამო არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც უნდა ვსაუბრობდეთ ყოველ დღე. მით უფრო, რომ გამომძიებელი ჟურნალისტები უფრო და უფრო მეტ სამხილს გვაძლევენ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სალაპარაკოდ.“

თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved